https://sputnik-georgia.com/20230215/universiteti-axali-saerto-sacxovreblis-msheneblobas-iwyebs-274885417.html
უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს
უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს
საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლისთვის დასრულდება. 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T10:29+0400
2023-02-15T10:29+0400
2023-02-15T18:01+0400
საქართველო
თბილისი დღეს
საზოგადოება
განათლება საქართველოში
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946828_0:158:3001:1846_1920x0_80_0_0_1e01e6400cf6b6d67cc865ba96d3764c.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს, ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია.საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები. შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე. შენობის გარეთ ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები და მოეწყობა გარე სივრცეები.საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლისთვის დასრულდება.საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი 2022 წლის მაისში უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სტუდენტები მოითხოვდნენ რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას და სუბსიდიის გამოყოფას ბინის იჯარისთვის, რომელიც თბილისში ბოლო პერიოდში ძალიან გაძვირდა.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამჟამად ორი საერთო საცხოვრებელი აქვს – ლისის ტბასთან და ბაგებში.მიხეილ ჩხენკელი: უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს საუკუნოვან ტრადიციას>>>უნივერსიტეტის სტუდქალაქში მოსახვედრად აუცილებელია lms.tsu.ge-ის სისტემაში რეგისტრაციის გავლა. სტუდენტებისთვის ფასები მერყეობს 50-150 ლარის ფარგლებში. სოციალურად დაუცველი პირები სარგებლობენ შეღავათებით. დეტალური ინფორმაცია საერთო საცხოვრებლებში ტარიფებისა და პირობების შესახებ ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სტუდქალაქი 320 ადგილზეა გათვლილი. მან პირველი სტუდენტები 2017 წელს მიიღო. საერთო საცხოვრებელი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. იგი შედგება ადმინისტრაციული შენობისა და სამი საცხოვრებელი კორპუსისგან.ბაგებში ახალი კამპუსი კი 3 ათას სტუდენტზეა გათვლილი. იგი 2018 წელს გაიხსნა. საერთო საცხოვრებელი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს – მას აქვს საერთო და ინდივიდუალური ოთახები, სამზარეულოები, დასასვენებელი ადგილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24794/68/247946828_164:0:2835:2003_1920x0_80_0_0_1c4a770a9b7e9cee07b0cce1a36171fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
საქართველო, თბილისი დღეს, საზოგადოება, განათლება საქართველოში , ახალი ამბები
უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს
10:29 15.02.2023 (განახლებულია: 18:01 15.02.2023) საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლისთვის დასრულდება.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებლის მშენებლობას იწყებს, ნათქვამია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
350 სტუდენტზე გათვლილი საერთო საცხოვრებელი მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის ტერიტორიაზე განთავსება და სრულად დააკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
სამშენებლო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე ჩატარდება შენობის პროექტირება და გამაგრებითი სამუშაოები, ხოლო მეორე ეტაპზე მთლიანი შენობის რეაბილიტაცია.
საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზე მოეწყობა სტუდენტური სივრცეები, სპორტული მოედნები. შენობა აღიჭურვება თანამედროვე ინვენტარით, რომელიც მორგებული იქნება სტუდენტების საჭიროებებზე. შენობის გარეთ ჩატარდება გამწვანებითი სამუშაოები და მოეწყობა გარე სივრცეები.
„სტუდენტური საცხოვრებელი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებას უნივერსიტეტი უკვე იწყებს. ახალი საცხოვრებელი მაქსიმალურად დააკმაყოფილებს სტუდენტების საჭიროებებს და სათანადო პირობებს შეუქმნის მათ”, – განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ.
საერთო საცხოვრებლის სამშენებლო სამუშაოები 2024 წლისთვის დასრულდება.
საერთო საცხოვრებლის მშენებლობის საკითხი 2022 წლის მაისში უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილის პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. სტუდენტები მოითხოვდნენ რექტორის არჩევის წესის ცვლილებას, ახალი საერთო საცხოვრებლის მშენებლობას და სუბსიდიის გამოყოფას ბინის იჯარისთვის, რომელიც თბილისში ბოლო პერიოდში ძალიან გაძვირდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ამჟამად ორი საერთო საცხოვრებელი აქვს – ლისის ტბასთან და ბაგებში.
უნივერსიტეტის სტუდქალაქში მოსახვედრად აუცილებელია lms.tsu.ge-ის სისტემაში რეგისტრაციის გავლა. სტუდენტებისთვის ფასები მერყეობს 50-150 ლარის ფარგლებში. სოციალურად დაუცველი პირები სარგებლობენ შეღავათებით. დეტალური ინფორმაცია საერთო საცხოვრებლებში ტარიფებისა და პირობების შესახებ ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
ლისის ტბის მიმდებარედ არსებული სტუდქალაქი 320 ადგილზეა გათვლილი. მან პირველი სტუდენტები 2017 წელს მიიღო. საერთო საცხოვრებელი აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. იგი შედგება ადმინისტრაციული შენობისა და სამი საცხოვრებელი კორპუსისგან.
ბაგებში ახალი კამპუსი კი 3 ათას სტუდენტზეა გათვლილი. იგი 2018 წელს გაიხსნა. საერთო საცხოვრებელი აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს – მას აქვს საერთო და ინდივიდუალური ოთახები, სამზარეულოები, დასასვენებელი ადგილები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი, საცურაო აუზი და ა.შ.