https://sputnik-georgia.com/20230215/tbilisis-merma-dedaqalaqis-quchebis-axali-dizaini-warmoadgina-274905924.html
თბილისის მერმა დედაქალაქის ქუჩების ახალი დიზაინი წარმოადგინა
თბილისის მერმა დედაქალაქის ქუჩების ახალი დიზაინი წარმოადგინა
Sputnik საქართველო
კახა კალაძემ განაცხადა, რომ იწყება დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგება. 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T17:00+0400
2023-02-15T17:00+0400
2023-02-15T21:17+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272408150_0:322:3067:2047_1920x0_80_0_0_26691278779f75cf3250b33b4dd2dbbd.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქში კომფორტულად გადაადგილების მიზნით ქუჩების ახლებური დიზაინით მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.მისი თქმით, პრიორიტეტული იქნება ტროტუარების გაფართოება, ქვეითთა პანდუსებისა და ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობა. პარალელურად ხორციელდება ახლომდებარე რეკრეაციული და საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია.როგორც კალაძემ აღნიშნა, იწყება დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, პროექტი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან დაიწყება.თბილისის მერის განმარტებით, ამჟამად დედაქალაქში არის 12 პრობლემური კვანძი, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს 1,5 ათასამდე ბრუნის განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 100 ათასამდე მგზავრი ვერ იღებს სათანადო მომსახურებას.თბილისის მერმა დედაქალაქის ძირითადი პრობლემები დაასახელა>>>ამ პრობლემური კვანძების უმრავლესობა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე.მისი თქმით, ჟვანიას მოედანზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია, მოწესრიგდება ქვეითთა და საავტომობილო ნაკადების მოძრაობა. მოედანი ასევე ადაპტირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა საჭიროებებზე, რათა სრულად უზრუნველყოფილი იყოს მათი კომფორტული გადაადგილება.როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას იქნება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არსებული სქემის მიხედვით გადაადგილდებიან.აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის 42 სამარშრუტო ხაზი გადის, რომელთა საშუალებითაც დღის განმავლობაში 200 ათასზე მეტი მგზავრობა ხორციელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/17/272408150_311:0:3040:2047_1920x0_80_0_0_6fb8a240cdfcab2559c8e435020f7ffc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისი დღეს, თბილისის მერია, საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერმა დედაქალაქის ქუჩების ახალი დიზაინი წარმოადგინა
17:00 15.02.2023 (განახლებულია: 21:17 15.02.2023) კახა კალაძემ განაცხადა, რომ იწყება დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგება.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. დედაქალაქში კომფორტულად გადაადგილების მიზნით ქუჩების ახლებური დიზაინით მოწყობა იგეგმება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
„დედაქალაქში მდგრადი და კომფორტული გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელი, გამართული ავტობუსების რაოდენობა ან გზების რეაბილიტაცია, არამედ ქუჩის დიზაინიც. ქუჩის ახალი დიზაინი ორიენტირებულია უსაფრთხო გადაადგილებაზე“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, პრიორიტეტული იქნება ტროტუარების გაფართოება, ქვეითთა პანდუსებისა და ადაპტირებული გადასასვლელების მოწყობა. პარალელურად ხორციელდება ახლომდებარე რეკრეაციული და საჯარო სივრცეების რეაბილიტაცია.
როგორც კალაძემ აღნიშნა, იწყება დედაქალაქში არსებული 12 პრობლემური კვანძის მოწესრიგება, პროექტი ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთიდან დაიწყება.
თბილისის მერის განმარტებით, ამჟამად დედაქალაქში არის 12 პრობლემური კვანძი, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს 1,5 ათასამდე ბრუნის განხორციელებას. ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 100 ათასამდე მგზავრი ვერ იღებს სათანადო მომსახურებას.
ამ პრობლემური კვანძების უმრავლესობა მდებარეობს საზოგადოებრივი ტრანსპორტის 10 ძირითად დერეფანზე და გავლენას ახდენს ავტობუსის მარშრუტების გამართულ ფუნქციონირებაზე.
„დაპირებისამებრ ვიწყებთ აღნიშნული კვანძების მოწესრიგებას. კერძოდ, დღეიდან დაიწყება ბელიაშვილისა და ბალანჩინის ქუჩების კვეთაზე სამუშაოები. შაბათიდან თავხელიძის ქუჩიდან ალექსანდრე ყაზბეგის გამზირისა და ჟვანიას მოედნის მიმართულებით დაიწყება სამუშაოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისი თქმით, ჟვანიას მოედანზე, რომელიც დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული კვანძია, მოწესრიგდება ქვეითთა და საავტომობილო ნაკადების მოძრაობა. მოედანი ასევე ადაპტირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრთა საჭიროებებზე, რათა სრულად უზრუნველყოფილი იყოს მათი კომფორტული გადაადგილება.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, საგზაო სამუშაოების მიმდინარეობისას იქნება გარკვეული შეზღუდვები, თუმცა სატრანსპორტო საშუალებები არსებული სქემის მიხედვით გადაადგილდებიან.
აღნიშნულ საგზაო მონაკვეთებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის 42 სამარშრუტო ხაზი გადის, რომელთა საშუალებითაც დღის განმავლობაში 200 ათასზე მეტი მგზავრობა ხორციელდება.