https://sputnik-georgia.com/20221125/kaladzem-tbilisis-problemebi-daasaxela-272459502.html
თბილისის მერმა დედაქალაქის ძირითადი პრობლემები დაასახელა
თბილისის მერმა დედაქალაქის ძირითადი პრობლემები დაასახელა
Sputnik საქართველო
კალაძის თქმით, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს დედაქალაქის სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და სხვა პრობლემების მოგვარებაზე. 25.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-25T13:21+0400
2022-11-25T13:21+0400
2022-11-25T17:50+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262913851_261:591:2851:2048_1920x0_80_0_0_eb57bbe0dff264f3764a39de175fbedf.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ამჟამად თბილისში ორი დიდი პრობლემაა – მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დაახლოებით 12 პრობლემური სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ჩარევას საჭიროებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.„საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ამ პრობლემების გამო) დაახლოებით 1,5 ბრუნს ვერ ახორციელებს. ეს ზრდის მომლოდინე მგზავრების რაოდენობას“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.მისი თქმით, მომავალ წელს მერიას 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა აქვს დაგეგმილი.რაც შეეხება გამზირების სარემონტო სამუშაოებს, კალაძის თქმით, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწის ქვეშ განლაგდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.კალაძე ასევე შეეხო მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და აღნიშნა, რომ რვა მეტრის სიღრმეზე სრულად შეიცვალა კომუნიკაციები.„უმძიმესი მდგომარეობა იყო. ფაქტობრივად, მელიქიშვილი წყალზე იდგა. ახლა სრულად განახლდა გამზირი და მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი“, – განაცხადა კალაძემ.ქეთევან დედოფლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგა>>>დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა თბილისის ურბანულ პრობლემაზე. მისი თქმით, სამშენებლო სფეროში სერიოზული პრობლემებია და მათ მოგვარებას წლები დასჭირდება.„შეიძლება 1-2 კომპანია იყოს, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური კომპანიაა და თავის ვალდებულებებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე ასრულებენ. დანარჩენ შემთხვევაში არცერთი არ ფიქრობს თავისი კომპანიის გაძლიერებაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე და კვალიფიციურ კადრებზე“, – განაცხადა კალაძემ.კალაძემ ვაკის პარკში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობის მტკივნეული საკითხიც გაიხსენა და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს მშენებლობა არ განახლდება.„მე შემიძლია თბილისელებს ვუთხრა, რომ ვაკის პარკში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა არ მოხდება, რადგანაც ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო ვაკის პარკის საკუთრება, რეკრეაციული სივრცის ნაწილი და ეს სივრცე ვაკის პარკს შეუნარჩუნდება“, – განაცხადა კალაძემ.დედაქალაქის მერის თქმით, ტერიტორიის მფლობელებთან მოლაპარაკებები გრძელდება და პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/10/262913851_0:437:2148:2048_1920x0_80_0_0_1e5defd1c2d4ac2aee55a04d752c09ed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისის მერმა დედაქალაქის ძირითადი პრობლემები დაასახელა
13:21 25.11.2022 (განახლებულია: 17:50 25.11.2022) კალაძის თქმით, თბილისის მერია აქტიურად მუშაობს დედაქალაქის სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული და სხვა პრობლემების მოგვარებაზე.
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. ამჟამად თბილისში ორი დიდი პრობლემაა – მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დაახლოებით 12 პრობლემური სატრანსპორტო კვანძი, რომელიც ჩარევას საჭიროებს, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ამ პრობლემების გამო) დაახლოებით 1,5 ბრუნს ვერ ახორციელებს. ეს ზრდის მომლოდინე მგზავრების რაოდენობას“, – განაცხადა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, მომავალ წელს მერიას 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანა აქვს დაგეგმილი.
„პარალელურად მზადდება ინფრასტრუქტურა, რათა ავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება. ამ 18-მეტრიანი ავტობუსების მომსახურებისთვის აუცილებელია ავტობაზა. ჩვენ მზად ვართ გამოვაცხადოთ გამარტივებული შესყიდვა და სწრაფად განვახორციელოთ ეს პროექტი“, – აღნიშნა მერმა.
რაც შეეხება გამზირების სარემონტო სამუშაოებს, კალაძის თქმით, ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია. შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწის ქვეშ განლაგდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.
კალაძე ასევე შეეხო მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს და აღნიშნა, რომ რვა მეტრის სიღრმეზე სრულად შეიცვალა კომუნიკაციები.
„უმძიმესი მდგომარეობა იყო. ფაქტობრივად, მელიქიშვილი წყალზე იდგა. ახლა სრულად განახლდა გამზირი და მიმდინარეობს სამუშაოების ბოლო ეტაპი“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა ასევე ისაუბრა თბილისის ურბანულ პრობლემაზე. მისი თქმით, სამშენებლო სფეროში სერიოზული პრობლემებია და მათ მოგვარებას წლები დასჭირდება.
„შეიძლება 1-2 კომპანია იყოს, რომლებზეც შეიძლება ითქვას, რომ ნორმალური კომპანიაა და თავის ვალდებულებებს ყოველგვარი პრობლემების გარეშე ასრულებენ. დანარჩენ შემთხვევაში არცერთი არ ფიქრობს თავისი კომპანიის გაძლიერებაზე, თანამშრომლების გადამზადებაზე და კვალიფიციურ კადრებზე“, – განაცხადა კალაძემ.
კალაძემ ვაკის პარკში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობის მტკივნეული საკითხიც გაიხსენა და ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ეს მშენებლობა არ განახლდება.
„მე შემიძლია თბილისელებს ვუთხრა, რომ ვაკის პარკში ცხრასართულიანი სასტუმროს მშენებლობა არ მოხდება, რადგანაც ეს შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ეს ტერიტორია ყოველთვის იყო ვაკის პარკის საკუთრება, რეკრეაციული სივრცის ნაწილი და ეს სივრცე ვაკის პარკს შეუნარჩუნდება“, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ტერიტორიის მფლობელებთან მოლაპარაკებები გრძელდება და პრობლემა აუცილებლად აღმოიფხვრება.