https://sputnik-georgia.com/20221114/qetevan-wamebulis-gamzirze-mozraoba-ardga-272168940.html
ქეთევან დედოფლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგა
ქეთევან დედოფლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგა
Sputnik საქართველო
ტრანსპორტის გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვე იყო შეზღუდული. 14.11.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-11-14T15:46+0400
2022-11-14T15:46+0400
2022-11-14T21:16+0400
თბილისი დღეს
თბილისის მერია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272171161_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_d070da6a403a5be7f167d9ff83e81a32.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.თბილისის მერიის ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.ასევე გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარით დაფინანსდა.ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო მეტროს სადგურ „ავლაბრიდან" ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება – სულ 1,7 კმ მანძილზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/0e/272171161_131:0:1908:1333_1920x0_80_0_0_131ea66ba7148e66dd66046f0204a06b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
თბილისი დღეს, თბილისის მერია, ახალი ამბები, საქართველო
ქეთევან დედოფლის გამზირზე საგზაო მოძრაობა აღდგა
15:46 14.11.2022 (განახლებულია: 21:16 14.11.2022) ტრანსპორტის გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე თვე იყო შეზღუდული.
თბილისი, 14 ნოემბერი – Sputnik. ისნის რაიონში ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
„ქეთევან დედოფლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია. ყველას გვახსოვს, თუ რამდენად რთული მდგომარეობა იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე. ამავე პროექტის ფარგლებში განახლდა და რეაბილიტირებულია ავლაბრისა და ერევნის სკვერები“, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ, რომელიც დასრულებულ სამუშაოებს მოადგილეებთან ერთად გაეცნო.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.
ასევე გამზირზე ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. გარდა ამისა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები. გამზირზე არსებული ინფრასტრუქტურა ადაპტირდა შშმ პირებისთვის.
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8,5 მლნ ლარით დაფინანსდა.
ქეთევან წამებულის გამზირის სრული რემონტი, რომელიც სამგორის, ვარკეთილისა და ისნის რაიონებს ქალაქის ცენტრთან აკავშირებს, მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი იყო მეტროს სადგურ „ავლაბრიდან" ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე გზის მონაკვეთის მთლიანად შეკეთება – სულ 1,7 კმ მანძილზე.