სექს-სკანდალი: ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სასჯელი გაუმკაცრეს

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 15.02.2023
გამოწერა
გამოძიების ვერსიით, პოლიტიკოსი თანაშემწეზე ძალადობის დროს არაფხიზელ მდგომარეობაში იყო.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია დამნაშავედ ცნო სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენაში და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
ამგვარად, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გაიზიარა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი.
პოლიციამ გოგი წულაია დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე 2021 წლის 17 მარტს დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსჯავრდებულმა თავის პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით დაზარალებულს სთხოვა გაჰყოლოდა თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე და დახმარებოდა მას მოლაპარაკებების დროს.
თბილისში ჩამოსვლის შემდეგ მსჯავრდებულმა დაზარალებულს დაქირავებულ ბინაში დარჩენა შესთავაზა, სადაც ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში ქალზე სექსუალური ხასიათის ძალადობრივი ქმედებები ჩაიდინა. შედეგად დაზარალებულმა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე დაზიანებები მიიღო.
წულაიას ბრალი წარედგინა სსკ-ის მუხლით „სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით“, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს>>
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების მიუხედავად, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ფაქტზე გაამართლა და დამნაშავედ ცნო სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი განიცადა), რისთვისაც ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
პროკურატურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა და სააპელაციო წესით გაასაჩივრა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მსჯავრდებულს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0