გოგი წულაია გირაოს სანაცვლოდ პატიმრობიდან გაათავისუფლეს

© photo: Gogi Tsulaia / FB გოგი წულაია
გოგი წულაია - Sputnik საქართველო, 1920, 01.07.2021
გამოწერა
პოლიტიკოსს ბრალი საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც „სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობას“ გულისხმობს.
თბილისი, 1 ივლისი — Sputnik. სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, „ახალი ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ წულაიას ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
„აქ ყოფნამ ეს საბოლოოდ გადამაწყვეტინა“: გოგი წულაია პარტიას აფუძნებს>>
ადვოკატის განცხადებით, დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მას 6 ათასი ლარის გირაო შეუფარდა.
გოგი წულაია საპატიმროს დღესვე დატოვებს.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გოგი წულაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
პოლიციამ გოგი წულაია დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე მიმდინარე წლის 17 მარტს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.
თავად წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, ძალადობის ფაქტს უარყოფს და მიიჩნევს, რომ პროვოკაცია მოუწყვეს, რაც მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება.
თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა მოგვიანებით წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას" გულისხმობს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0