გოგი წულაიას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 19.03.2021
გამოწერა
პოლიტიკოს გოგი წულაიას ბრალდება წარედგინა „ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების“ ფაქტზე, რაც ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისი, 19 მარტი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

პოლიციამ 58 წლის წულაია, რომელიც ქუთაისში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და ხმაურიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, დაზარალებულის ჩვენებების საფუძველზე ოთხშაბათს დააკავა. გამოძიების ვერსიით, წულაიამ თბილისში, დროებით საცხოვრებელ ბინაში თავის ნაცნობ 42 წლის ქალზე იძალადა.

გოგი წულაია - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2021
გოგი წულაიას ბრალი დაუმძიმდა: რას ედავება გამოძიება პოლიტიკოსს

გავრცელებული ინფორმაციით გოგი წულაიას ადვოკატი 5.000 ლარიან გირაოს ითხოვდა, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

თავდაპირველად გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა გუშინ წულაიას ბრალი დაუმძიმდა და მას ბრალდება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც „ძალადობით ჩადენილ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას“ გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას ოთხიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0