https://sputnik-georgia.com/20230215/sairmis-xemzrvanelobam-gancxadeba-gaavrcela-274917811.html
გაფიცვა გრძელდება - ქარხანა „საირმის“ ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა
გაფიცვა გრძელდება - ქარხანა „საირმის“ ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა
Sputnik საქართველო
ქარხანა „საირმის“ გაფიცული თანამშრომლები უკვე მესამე დღეა შრომის პირობების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ხელფასების 30%-ით მომატებას ითხოვენ. 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T21:11+0400
2023-02-15T21:11+0400
2023-02-15T22:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274913469_430:696:1924:1536_1920x0_80_0_0_1220a9a431ac1f13f0433f78228c1dd7.jpg
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მინერალური წყლის ქარხანა „საირმე" მუშაობას განაგრძობს, გაფიცულია მხოლოდ თანამშრომლების ნაწილი, ნათქვამია შპს „საირმე მინერალ ვოტერსის" (Sairme Mineral Waters) განცხადებაში.„საირმის“ თანამშრომლები 13 თებერვალს გაიფიცნენ და, მიუხედავად უამინდობისა, საპროტესტო აქციებს ქარხანასთან ყოველდღიურად ატარებენ. ისინი ითხოვენ ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო პირობებს და ხელფასების 30%-ით მომატებას. მათი თქმით, ქარხანაში არის ანტისანიტარია, გაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ არის გათბობა.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქარხნის ყველა თანამშრომელი ბაღდათის მცხოვრებია, ხოლო კომპანია გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია რეგიონში.„წარმოებაში დასაქმებულების ხელფასი კი რეგიონში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია და შეადგენს 1.500 ლარს. წინა წელს კი ხელფასის ზრდა რამდენჯერმე აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს“, – ნათქვამია განცხადებაში.ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ თანამშრომლები გაიფიცნენ იმის მიუხედავად, რომ „საირმე მინერალ ვოტერსი“ აქტიურად ჩაერთო 27 იანვარს პროფესიული კავშირის მიერ ინიცირებულ მედიაციის პროცესში. მედიაციის პროცესი 16 თებერვლამდე გაგრძელდება.„ამ ხნის განმავლობაში კომპანია ცდილობდა ოპერატიულად, კონსტრუქციულად და ღიად ყოფილიყო ჩართული პროცესში და მიეწოდებინა წინადადებები გაფიცულებისთვის. მეორე მხარე თავს არიდებდა მოლაპარაკებას, 13 თებერვალს კი გაფიცვა გამოაცხადა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.კომპანია „საირმის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ>>აქციის მონაწილეები პირველივე დღიდან ამტკიცებდნენ, რომ საწარმოს ყველა თანამშრომელია გაფიცული და ქარხნის მუშაობა პარალიზებულია.აქციის მონაწილეებმა კომპანიის მენეჯმენტი ქარხნის განზრახ გაკოტრებასა და გაპარტახებაში დაადანაშაულეს და ამიტომ შპს „საირმე მინერალ ვოტერსის“ დამფუძნებლებთან შეხვედრა მოითხოვეს.შპს „საირმე მინერალ ვოტერსი“ „საირმის“ ბრენდით აწარმოებს გაზიან მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს, ასევე არაგაზირებულ წყაროს წყალს „ნაკადულს“. კომპანიის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანიის პროდუქციის ექსპორტი 17 ქვეყანაში ხორციელდება.„საირმის“ მინერალური წყლის პირველი ქარხანა 1944 წელს გაიხსნა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0f/274913469_444:432:1916:1536_1920x0_80_0_0_557a0dc60c5d3cce971041e336df8c52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში
გაფიცვა გრძელდება - ქარხანა „საირმის“ ხელმძღვანელობამ განცხადება გაავრცელა
21:11 15.02.2023 (განახლებულია: 22:17 15.02.2023) ქარხანა „საირმის“ გაფიცული თანამშრომლები უკვე მესამე დღეა შრომის პირობების უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ხელფასების 30%-ით მომატებას ითხოვენ.
თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მინერალური წყლის ქარხანა „საირმე" მუშაობას განაგრძობს, გაფიცულია მხოლოდ თანამშრომლების ნაწილი, ნათქვამია შპს „საირმე მინერალ ვოტერსის" (Sairme Mineral Waters) განცხადებაში.
„საირმის“ თანამშრომლები 13 თებერვალს გაიფიცნენ და, მიუხედავად უამინდობისა, საპროტესტო აქციებს ქარხანასთან ყოველდღიურად ატარებენ. ისინი ითხოვენ ღირსეულ და უსაფრთხო სამუშაო პირობებს და ხელფასების 30%-ით მომატებას. მათი თქმით, ქარხანაში არის ანტისანიტარია, გაყვანილობასთან დაკავშირებული პრობლემები, არ არის გათბობა.
„გაფიცვის მიუხედავად წარმოება აგრძელებს მუშაობას და ეს პროცესი არ შეფერხდება, ვინაიდან გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო დასაქმებულების მცირე ნაწილმა და ამას არანაირი გავლენა არ აქვს სხვა თანამშრომლების ჩვეულ რეჟიმში მუშაობაზე“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქარხნის ყველა თანამშრომელი ბაღდათის მცხოვრებია, ხოლო კომპანია გადასახადების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გადამხდელია რეგიონში.
„წარმოებაში დასაქმებულების ხელფასი კი რეგიონში არსებულ საშუალო ხელფასზე მაღალია და შეადგენს 1.500 ლარს. წინა წელს კი ხელფასის ზრდა რამდენჯერმე აღემატებოდა ინფლაციის მაჩვენებელს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, კომპანიაში აღნიშნეს, რომ თანამშრომლები გაიფიცნენ იმის მიუხედავად, რომ „საირმე მინერალ ვოტერსი“ აქტიურად ჩაერთო 27 იანვარს პროფესიული კავშირის მიერ ინიცირებულ მედიაციის პროცესში. მედიაციის პროცესი 16 თებერვლამდე გაგრძელდება.
„ამ ხნის განმავლობაში კომპანია ცდილობდა ოპერატიულად, კონსტრუქციულად და ღიად ყოფილიყო ჩართული პროცესში და მიეწოდებინა წინადადებები გაფიცულებისთვის. მეორე მხარე თავს არიდებდა მოლაპარაკებას, 13 თებერვალს კი გაფიცვა გამოაცხადა“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
აქციის მონაწილეები პირველივე დღიდან ამტკიცებდნენ, რომ საწარმოს ყველა თანამშრომელია გაფიცული და ქარხნის მუშაობა პარალიზებულია.
აქციის მონაწილეებმა კომპანიის მენეჯმენტი ქარხნის განზრახ გაკოტრებასა და გაპარტახებაში დაადანაშაულეს და ამიტომ შპს „საირმე მინერალ ვოტერსის“ დამფუძნებლებთან შეხვედრა მოითხოვეს.
შპს „საირმე მინერალ ვოტერსი“ „საირმის“ ბრენდით აწარმოებს გაზიან მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს, ასევე არაგაზირებულ წყაროს წყალს „ნაკადულს“. კომპანიის ვებ-გვერდზე ნათქვამია, რომ კომპანიის პროდუქციის ექსპორტი 17 ქვეყანაში ხორციელდება.
„საირმის“ მინერალური წყლის პირველი ქარხანა 1944 წელს გაიხსნა.