https://sputnik-georgia.com/20230213/kompania-sairmis-qarxnis-tanamsromlebi-gaificnen-274840135.html
კომპანია „საირმის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
კომპანია „საირმის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
Sputnik საქართველო
„საირმის“ ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ხუთი მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის ხელფასის გაზრდა 13.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-13T23:59+0400
2023-02-13T23:59+0400
2023-02-13T23:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/11/262948532_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_8ec18996b9fde6ebdd8cc95d176c034e.jpg
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. მინერალური წყლის კომპანია „საირმის" (შპს "საირმე მინერალ ვოთერსის") ქარხნის თანამშრომლებმა გამოაცხადეს უვადო გაფიცვა მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები - ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, ქარხანა გამართულად ფუნქციონირება და ხელფასების გაზრდა.ორშაბათს „საირმის“ ქარხანასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეებმა ხელფასების 30%-ით გაზრდა მოითხოვეს. მათი თქმით, ქარხანაში ანტისანიტარიაა, მწყობრიდან არის გამოსული გაყვანილობა, ლიფტი, სველი წერტილები. გარდა ამისა, ქარხანაში გათბობა არ არის.მისი თქმით, ყველა თანამშრომელი გაფიცულია და საწარმო პარალიზებულია. მენეჯმენტი ცდილობს გაფიცული თანამშრომლების ჩანაცვლებას სხვა ადამიანებით, რათა მუშაობა გაგრძელდეს, მაგრამ უშედეგოდ.აქციის მონაწილეებმა კომპანიის მენეჯმენტი ქარხნის განზრახ გაკოტრებასა და გაპარტახებაში დაადანაშაულეს და ამიტომ შპს „საირმე მინერალ ვოტერსის“ (Sairme Mineral Waters) დამფუძნებლებთან შეხვედრა მოითხოვეს.შპს „საირმე მინერალ ვოტერსი“ აწარმოებს „საირმის“ ბრენდით გაზიან მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს, ასევე არაგაზირებულ წყაროს წყალს „ნაკადულს“. კომპანიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ კომპანიის პროდუქციის ექსპორტი 17 ქვეყანაში ხორციელდება.„საირმის“ მინერალური წყლის პირველი ქარხანა 1944 წელს გაიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/11/262948532_63:0:1212:862_1920x0_80_0_0_5e7768345454710fd980dfe209865599.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, საზოგადოება
კომპანია „საირმის“ ქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ
„საირმის“ ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ხუთი მოთხოვნა წამოაყენეს, მათ შორის ხელფასის გაზრდა
თბილისი, 13 თებერვალი - Sputnik. მინერალური წყლის კომპანია „საირმის" (შპს "საირმე მინერალ ვოთერსის") ქარხნის თანამშრომლებმა გამოაცხადეს უვადო გაფიცვა მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები - ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა, ქარხანა გამართულად ფუნქციონირება და ხელფასების გაზრდა.
ორშაბათს „საირმის“ ქარხანასთან გამართულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეებმა ხელფასების 30%-ით გაზრდა მოითხოვეს. მათი თქმით, ქარხანაში ანტისანიტარიაა, მწყობრიდან არის გამოსული გაყვანილობა, ლიფტი, სველი წერტილები. გარდა ამისა, ქარხანაში გათბობა არ არის.
„მიუხედავად მედიაციის პროცესისა, შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, შესაბამისად, მოხდა კანონიერი გაფიცვა. გაფიცვა გაგრძელდება მანამ, სანამ დასაქმებულთა შრომითი უფლებები და სხვა სამართლიანი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება", -განაცხადა აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის (LABOR) თავმჯდომარემ, გიორგი დიასამიძემ.
მისი თქმით, ყველა თანამშრომელი გაფიცულია და საწარმო პარალიზებულია. მენეჯმენტი ცდილობს გაფიცული თანამშრომლების ჩანაცვლებას სხვა ადამიანებით, რათა მუშაობა გაგრძელდეს, მაგრამ უშედეგოდ.
აქციის მონაწილეებმა კომპანიის მენეჯმენტი ქარხნის განზრახ გაკოტრებასა და გაპარტახებაში დაადანაშაულეს და ამიტომ შპს „საირმე მინერალ ვოტერსის“ (Sairme Mineral Waters) დამფუძნებლებთან შეხვედრა მოითხოვეს.
შპს „საირმე მინერალ ვოტერსი“ აწარმოებს „საირმის“ ბრენდით გაზიან მინერალურ და არაგაზირებულ წყაროს წყალს, ასევე არაგაზირებულ წყაროს წყალს „ნაკადულს“. კომპანიის ვებსაიტზე ნათქვამია, რომ კომპანიის პროდუქციის ექსპორტი 17 ქვეყანაში ხორციელდება.
„საირმის“ მინერალური წყლის პირველი ქარხანა 1944 წელს გაიხსნა.