https://sputnik-georgia.com/20230215/maxinjaurtan-zgvashi-nagmi-tivtivebs-shss-inpormacia-uarko-274892002.html
მახინჯაურთან ზღვაში გემსაწინააღმდეგო ნაღმი ტივტივებს? შსს-მ ინფორმაცია უარყო
მახინჯაურთან ზღვაში გემსაწინააღმდეგო ნაღმი ტივტივებს? შსს-მ ინფორმაცია უარყო
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს. 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T12:27+0400
2023-02-15T12:27+0400
2023-02-15T19:05+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
ბათუმი
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259279392_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_59620bd66e7ba711cfa5b995403ddc10.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მახინჯაურთან ზღვაში გემსაწინააღმდეგო ნაღმი ტივტივებს.აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.როგორც შსს-ში განაცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა შესაბამისი სპეცტექნიკის საშუალებით დაათვალიერა მითითებული ზღვის პერიმეტრი და ადგილზე მხოლოდ ხის მორი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.უწყებაში აღნიშნეს, რომ ყველა მსგავს შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება. ბათუმში, სანაპირო ზოლთან მომხდარი აფეთქების შემდეგ შსს-მ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.აფეთქება ორშაბათს, 13 თებერვალს, საღამოს მოხდა ნაპირიდან 25–30 მეტრში. საზღვაო ნაღმის მსგავსი ნივთისა და აფეთქების მომენტის კადრები მაშინვე გავრცელდა სოციალურ ქსელში. შსს-მ აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს.უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ სპეციალური ბარიერებიც განთავსდება. ამასთანავე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.უფრო ადრე საქართველოს შსს-მ თურქეთიდან და ბულგარეთიდან მიიღო ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების – თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის წყლებში მცურავი ნაღმების შესახებ. აღინიშნა, რომ შტორმის დროს ნაღმები საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიც შეიძლება მოხვდეს.შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/03/259279392_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_2f8c05e75b14e54d71ec3e5123800714.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ბათუმი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, საქართველოს რეგიონები, ბათუმი , ახალი ამბები
მახინჯაურთან ზღვაში გემსაწინააღმდეგო ნაღმი ტივტივებს? შსს-მ ინფორმაცია უარყო
12:27 15.02.2023 (განახლებულია: 19:05 15.02.2023) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მახინჯაურთან ზღვაში გემსაწინააღმდეგო ნაღმი ტივტივებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
როგორც შსს-ში განაცხადეს, სახანძრო-სამაშველო ჯგუფმა შესაბამისი სპეცტექნიკის საშუალებით დაათვალიერა მითითებული ზღვის პერიმეტრი და ადგილზე მხოლოდ ხის მორი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია
„იმედი“.
უწყებაში აღნიშნეს, რომ ყველა მსგავს შეტყობინებაზე შესაბამისი რეაგირება მოხდება. ბათუმში, სანაპირო ზოლთან მომხდარი აფეთქების შემდეგ შსს-მ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
აფეთქება ორშაბათს, 13 თებერვალს, საღამოს მოხდა ნაპირიდან 25–30 მეტრში. საზღვაო ნაღმის მსგავსი ნივთისა და აფეთქების მომენტის კადრები მაშინვე გავრცელდა სოციალურ ქსელში.
შსს-მ აფეთქების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ფარგლებში განხორციელდა განაღმვითი სამუშაოები, ამოღებულია ასაფეთქებელი მოწყობილობის ნარჩენები და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შესაბამისი დანაყოფები სპეციალური დრონების საშუალებით პერიოდულად ახორციელებენ მონიტორინგს.
უსაფრთხოების დაცვის მიზნით საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, სანაპირო ზოლის გასწვრივ სპეციალური ბარიერებიც განთავსდება. ამასთანავე გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები ადგილობრივ მეთევზეებთან, სანაოსნო-სატრანსპორტო საქმიანობაში ჩართულ ორგანიზაციებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.
უფრო ადრე საქართველოს შსს-მ თურქეთიდან და ბულგარეთიდან მიიღო ინფორმაცია შავი ზღვის აუზის ქვეყნების – თურქეთის, რუმინეთის, ბულგარეთისა და უკრაინის წყლებში მცურავი ნაღმების შესახებ. აღინიშნა, რომ შტორმის დროს ნაღმები საქართველოს ტერიტორიულ წყლებშიც შეიძლება მოხვდეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, ზღვაში ან სანაპირო ზოლზე საეჭვო ნივთის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ს და დეტალურად მიაწოდონ ინფორმაცია.