https://sputnik-georgia.com/20230214/wyalbadis-zejangi-dazoget-tanxa-274851704.html
დაზოგეთ თანხა და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და სილამაზე
დაზოგეთ თანხა და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და სილამაზე
Sputnik საქართველო
ხანდახან მოკრძალებული შეფუთვით წარმოდგენილი წამალი ბევრად უფრო ეფექტურია ლამაზად გაფორმებულ პრეპარატზე. ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ყველასთვის ცნობილ საშუალებას... 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T12:35+0400
2023-02-14T12:35+0400
2023-02-14T17:01+0400
სასარგებლო რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275048012_68:0:3709:2048_1920x0_80_0_0_f986c12063c7b0ebf8446418b4a2e5f9.jpg
კარგად დაფიქრდით, როდესაც აფთიაქში შედიხართ და ფარმაცევტი ერთი სამკურნალო პრეპარატის რამდენიმე სახეობას გთავაზობთ. ხშირად იმას ირჩევთ, რომელიც ყველაზე ძვირია, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგან ძვირია, ე.ი. საუკეთესოა. მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის.ხანდახან მოკრძალებული შეფუთვით წარმოდგენილი წამალი ბევრად უფრო ეფექტურია ლამაზად გაფორმებულ პრეპარატზე. მოკლედ, გარეგნობითა და ღირებულებით ნუ შეაფასებთ. ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ყველასთვის ცნობილ საშუალებას, დანარჩენი კი თქვენზეა, თუ მოგეწონებათ, თანხასაც დაზოგავთ და ჯანმრთელობასა და სილამაზესაც შეინარჩუნებთ.წარმოგიდგენთ წყალბადის ზეჟანგის ისეთ თვისებებს, რომლებიც თქვენთვის უცნობია, ან ნაკლებად ცნობილი.ყველამ იცის, რომ წყალბადის ზეჟანგი, იგივე ყველასთვის ცნობილი „პერეკისი“ დეზინფექციის კარგი საშუალებაა. მას იყენებენ ფეხის სოკოს, კისრის, ყელის ტკივილის დროს, იწმენდენ ყურებს, ათეთრებენ ტანსაცმელს და ა.შ. მაგრამ ამასთან ერთად მას შეუძლია სახის კანის შავი წერტილებისგან გაწმენდაში დაგვეხმაროს.თუ შავ წერტილებს სახლის პირობებში იშორებთ, კანი წყალბადის ზეჟანგით დაილბეთ. ის კარგად ხსნის სახის კანის გარქოვანებულ ფენას და შავი წერტილების მოშორება უკვე იოლი იქნება.კანის გასუფთავების შემდეგ კიდევ ერთხელ დაიმუშავეთ ეს ადგილები წყალბადის ზეჟანგით. ამგვარად თქვენ დაფარავთ და დეზინფექციას ჩაუტარებთ ფორებს და მეორე დღეს სახეზე არანაირი კვალი არ დაგრჩებათ.თუ მოულოდნელად დეზოდორანტი გაგითავდათ, იღლიებში წყალბადის ზეჟანგი წაისვით. ეს ოფლიანობას, რა თქმა უნდა, არ შეაჩერებს, მაგრამ სუნი დიდი ხნის განმავლობაში არ გექნებათ. ასევე, თუ გსურთ, რომ დეზოდორანტის მოქმედება გაახანგრძლივოთ, მაგალითად, თუ ხანგრძლივი გზა გელოდებათ წინ, სადაც ჰიგიენურ სისუფთავეს ვერ დაიცავთ, შეგიძლიათ ჯერ წყალბადის ზეჟანგი წაისვათ, ხოლო გაშრობის შემდეგ — დეზოდორანტი.თუ კოსმეტიკაზე ხელი არ მიგიწვდებათ, წყალბადის ზეჟანგი ამ დროსაც დაგეხმარებათ. ზეჟანგი შეგიცვლით ლოსიონსა და ტონიკს, შესანიშნავად წმენდს, ავიწროებს და ათეთრებს ფორებს. ესადაგება ნებისმიერი ტიპის კანს, ხოლო ცხიმიანი კანისთვის უბრალოდ იდეალურია და მისი გამოყენება ყოველდღე შეიძლება.არ დაგავიწყდეთ, რომ შეიძლება ინდივიდუალურად თქვენმა სხეულმა არ მიიღოს წყალბადის ზეჟანგი, ამიტომ ჯერ იდაყვზე მოსინჯეთ, გაიჩერეთ 15-30 წუთი. თუ კანი შეწითლდა, ქავილი დაგეწყოთ ან სხვა, ე.ი. მისი გამოყენება თქვენთვის არ შეიძლება.
https://sputnik-georgia.com/20221104/fexisabazana-saocari-sedegi-271933434.html
https://sputnik-georgia.com/20220503/soda-sasargeblo-tvisebebi-266384405.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/14/275048012_523:0:3254:2048_1920x0_80_0_0_6261f07055c3c73d36744898f6157c3b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები
დაზოგეთ თანხა და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა და სილამაზე
12:35 14.02.2023 (განახლებულია: 17:01 14.02.2023) ხანდახან მოკრძალებული შეფუთვით წარმოდგენილი წამალი ბევრად უფრო ეფექტურია ლამაზად გაფორმებულ პრეპარატზე. ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ყველასთვის ცნობილ საშუალებას და თუ მოგეწონებათ, თანხასაც დაზოგავთ და ჯანმრთელობასა და სილამაზესაც შეინარჩუნებთ.
კარგად დაფიქრდით, როდესაც აფთიაქში შედიხართ და ფარმაცევტი ერთი სამკურნალო პრეპარატის რამდენიმე სახეობას გთავაზობთ. ხშირად იმას ირჩევთ, რომელიც ყველაზე ძვირია, რადგან იქმნება შთაბეჭდილება, რომ რადგან ძვირია, ე.ი. საუკეთესოა. მაგრამ ხშირად ეს ასე არ არის.
ხანდახან მოკრძალებული შეფუთვით წარმოდგენილი წამალი ბევრად უფრო ეფექტურია ლამაზად გაფორმებულ პრეპარატზე. მოკლედ, გარეგნობითა და ღირებულებით ნუ შეაფასებთ.
ჩვენ წარმოგიდგენთ ზოგიერთ ყველასთვის ცნობილ საშუალებას, დანარჩენი კი თქვენზეა, თუ მოგეწონებათ, თანხასაც დაზოგავთ და ჯანმრთელობასა და სილამაზესაც შეინარჩუნებთ.
წარმოგიდგენთ წყალბადის ზეჟანგის ისეთ თვისებებს, რომლებიც თქვენთვის უცნობია, ან ნაკლებად ცნობილი.
ყველამ იცის, რომ წყალბადის ზეჟანგი, იგივე ყველასთვის ცნობილი „პერეკისი“ დეზინფექციის კარგი საშუალებაა. მას იყენებენ ფეხის სოკოს, კისრის, ყელის ტკივილის დროს, იწმენდენ ყურებს, ათეთრებენ ტანსაცმელს და ა.შ. მაგრამ ამასთან ერთად მას შეუძლია სახის კანის შავი წერტილებისგან გაწმენდაში დაგვეხმაროს.
თუ შავ წერტილებს სახლის პირობებში იშორებთ, კანი წყალბადის ზეჟანგით დაილბეთ. ის კარგად ხსნის სახის კანის გარქოვანებულ ფენას და შავი წერტილების მოშორება უკვე იოლი იქნება.
კანის გასუფთავების შემდეგ კიდევ ერთხელ დაიმუშავეთ ეს ადგილები წყალბადის ზეჟანგით. ამგვარად თქვენ დაფარავთ და დეზინფექციას ჩაუტარებთ ფორებს და მეორე დღეს სახეზე არანაირი კვალი არ დაგრჩებათ.
თუ მოულოდნელად დეზოდორანტი გაგითავდათ, იღლიებში წყალბადის ზეჟანგი წაისვით. ეს ოფლიანობას, რა თქმა უნდა, არ შეაჩერებს, მაგრამ სუნი დიდი ხნის განმავლობაში არ გექნებათ. ასევე, თუ გსურთ, რომ დეზოდორანტის მოქმედება გაახანგრძლივოთ, მაგალითად, თუ ხანგრძლივი გზა გელოდებათ წინ, სადაც ჰიგიენურ სისუფთავეს ვერ დაიცავთ, შეგიძლიათ ჯერ წყალბადის ზეჟანგი წაისვათ, ხოლო გაშრობის შემდეგ — დეზოდორანტი.
თუ კოსმეტიკაზე ხელი არ მიგიწვდებათ, წყალბადის ზეჟანგი ამ დროსაც დაგეხმარებათ. ზეჟანგი შეგიცვლით ლოსიონსა და ტონიკს, შესანიშნავად წმენდს, ავიწროებს და ათეთრებს ფორებს. ესადაგება ნებისმიერი ტიპის კანს, ხოლო ცხიმიანი კანისთვის უბრალოდ იდეალურია და მისი გამოყენება ყოველდღე შეიძლება.
არ დაგავიწყდეთ, რომ შეიძლება ინდივიდუალურად თქვენმა სხეულმა არ მიიღოს წყალბადის ზეჟანგი, ამიტომ ჯერ იდაყვზე მოსინჯეთ, გაიჩერეთ 15-30 წუთი. თუ კანი შეწითლდა, ქავილი დაგეწყოთ ან სხვა, ე.ი. მისი გამოყენება თქვენთვის არ შეიძლება.