https://sputnik-georgia.com/20230214/wminda-sinodi-saakasvilis-sakitxs-ganixilavs-274859989.html
წმინდა სინოდი სააკაშვილის საკითხს განიხილავს?
წმინდა სინოდი სააკაშვილის საკითხს განიხილავს?
Sputnik საქართველო
რას განიხილავს წმინდა სინოდი, დაზუსტებული არ არის. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T15:09+0400
2023-02-14T15:09+0400
2023-02-14T21:07+0400
საქართველოს საპატრიარქო
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041662_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_4ef88f8df365460388e0f691e931a420.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე არ განიხილავენ, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ.სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ორწლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა მოიწვია. სხდომა საპატრიარქოში მიმდინარეობს. სინოდის ბოლო სხდომა 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა. კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავენ სხდომაზე, უცნობია.სააკაშვილის საკითხის დაყენებას სხდომაზე არ ელოდება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც, რადგან ამაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს.„სააკაშვილის საკითხს არ დააყენებენ არავითარ შემთხვევაში, რადგან უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა ფაჩუაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.მეუფემ მაგალითად მოიყვანა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების თხოვნა არ გაითვალისწინა. მამალაძეს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მკვლელობის მცდელობისთვის 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.ზურაბიშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებისა და მისი უარის გათვალისწინებით – აღიაროს და მოინანიოს დანაშაულები – სავარაუდოა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი აქტიური მოწინააღმდეგე გახდება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის რეპუტაციისა და ევროპული პერსპექტივის. ამასთან, მან დასძინა, რომ შეწყალების შემთხვევაში სააკაშვილი არ გათავისუფლდება, რადგან ის კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული.ექს-პრეზიდენტის ოჯახი და დაცვის მხარე მრავალი თვეა აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურისტმა სასამართლოს ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაცვის მოწმეებმა – როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ვერ წარმოადგინეს სათანადო არგუმენტები და მტკიცებულებები. და ეს სპეციალისტების ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.პრეზიდენტმა სააკაშვილს ურჩია, გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან>>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0f/250041662_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_a2c112bc979046eefa74fd430be9c62b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს საპატრიარქო, ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
წმინდა სინოდი სააკაშვილის საკითხს განიხილავს?
15:09 14.02.2023 (განახლებულია: 21:07 14.02.2023) რას განიხილავს წმინდა სინოდი, დაზუსტებული არ არის.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხს წმინდა სინოდის სხდომაზე არ განიხილავენ, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ორწლიანი პაუზის შემდეგ სინოდის სხდომა მოიწვია. სხდომა საპატრიარქოში მიმდინარეობს. სინოდის ბოლო სხდომა 2021 წლის 11 თებერვალს გაიმართა. კონკრეტულად რა საკითხებს განიხილავენ სხდომაზე, უცნობია.
„როგორც წესი, განსახილველი საკითხები ცნობილი ხდება ხოლმე სინოდის სხდომაზე, დაველოდებით პატრიარქს, რა საკითხებს დააყენებს... არ ყოფილა [მიხეილ სააკაშვილის] საკითხზე საუბარი და არ მგონია, ეს საკითხი იყოს“, – განუცხადა ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს.
სააკაშვილის საკითხის დაყენებას სხდომაზე არ ელოდება ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის ეპისკოპოსი, მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილიც, რადგან ამაში ვერანაირ აზრს ვერ ხედავს.
„სააკაშვილის საკითხს არ დააყენებენ არავითარ შემთხვევაში, რადგან უნდა ვიყოთ შედეგზე ორიენტირებული“, – განაცხადა ფაჩუაშვილმა „TV პირველის“ ეთერში.
მეუფემ მაგალითად მოიყვანა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე, როდესაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მისი შეწყალების თხოვნა არ გაითვალისწინა. მამალაძეს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის ციანიდით მკვლელობის მცდელობისთვის 9 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.
ზურაბიშვილმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ სააკაშვილის განცხადებისა და მისი უარის გათვალისწინებით – აღიაროს და მოინანიოს დანაშაულები – სავარაუდოა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში ექს-პრეზიდენტი აქტიური მოწინააღმდეგე გახდება არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ქვეყნის რეპუტაციისა და ევროპული პერსპექტივის. ამასთან, მან დასძინა, რომ შეწყალების შემთხვევაში სააკაშვილი არ გათავისუფლდება, რადგან ის კიდევ სამ საქმეზეა ბრალდებული.
ექს-პრეზიდენტის ოჯახი და დაცვის მხარე მრავალი თვეა აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობა ესაჭიროება.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იურისტმა სასამართლოს ბოლო სხდომაზე განაცხადა, რომ დაცვის მოწმეებმა – როგორც ქართველმა, ისე უცხოელმა ექსპერტებმა, რომლებიც სასამართლოზე ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, ვერ წარმოადგინეს სათანადო არგუმენტები და მტკიცებულებები. და ეს სპეციალისტების ობიექტურობასა და კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით კითხვებს ბადებს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.