https://sputnik-georgia.com/20230214/saqartvelosi-atobit-narkodamnasave-daakaves-274879774.html
საქართველოში ათობით ნარკოდამნაშავე დააკავეს
საქართველოში ათობით ნარკოდამნაშავე დააკავეს
Sputnik საქართველო
დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T21:08+0400
2023-02-14T21:08+0400
2023-02-14T23:25+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კრიმინალი საქართველოში
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24313/91/243139155_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_18156c49c8bb4d34f688289e14470c58.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობის, ასევე ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებზე საქართველოს 31 და უცხოეთის 14 მოქალაქეა დაკავებული.დაკავებულებიდან ყველაზე უმცროსი 2004 წელსაა დაბადებული, ხოლო ყველაზე უფროსი – 1963 წელს.სამართალდამცველებმა ნარკოტიკების გასაღების ფაქტების დასამტკიცებლად რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და მათი ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, „ალფა პვპ", „ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, „კეტამინი", „მეფედრონი", „მეტამფეტამინი", „მდმა", „ამფეტამინი", ე.წ. ბიო, მარიხუანა, „ტრამადოლი“ და სხვ.დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24313/91/243139155_240:0:1680:1080_1920x0_80_0_0_e428828cb637df7620c53aac70a5e767.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კრიმინალი საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოში ათობით ნარკოდამნაშავე დააკავეს
21:08 14.02.2023 (განახლებულია: 23:25 14.02.2023) დაკავებულებს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბოლო პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობის, ასევე ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებზე საქართველოს 31 და უცხოეთის 14 მოქალაქეა დაკავებული.
დაკავებულებიდან ყველაზე უმცროსი 2004 წელსაა დაბადებული, ხოლო ყველაზე უფროსი – 1963 წელს.
სამართალდამცველებმა ნარკოტიკების გასაღების ფაქტების დასამტკიცებლად რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და მათი ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.
დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: ჰეროინი, კოკაინი, „ალფა პვპ", „ბუპრენორფინი", „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, „კეტამინი", „მეფედრონი", „მეტამფეტამინი", „მდმა", „ამფეტამინი", ე.წ. ბიო, მარიხუანა, „ტრამადოლი“ და სხვ.
დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის კვალიფიკაციიდან გამომდინარე, 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.