https://sputnik-georgia.com/20230214/sapensio-aqtivebi-izrdeba-ianvris-monacemebi-274843348.html
საქართველოს საპენსიო აქტივები იზრდება: პროგრამის მონაწილეები და მოგება
საქართველოს საპენსიო აქტივები იზრდება: პროგრამის მონაწილეები და მოგება
დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T10:21+0400
2023-02-14T10:21+0400
2023-02-14T15:37+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_1d1398cbfdf91e95b2ef7e7a8c7a3084.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 3,09 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ანგარიშში.აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 479,5 მლნ ლარია.ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 1.372 ათასი ადამიანია ჩართული. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 3.086-მა ადამიანმა, მათ მიიღეს 7,986 მლნ ლარი.შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.საქართველოს კაპიტალის ბაზარი - გამოწვევები და გადაწყვეტილებები>>>დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.საპენსიო სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით 41,85%-ს შეადგენს, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2,66% შეადგინა.საპენსიო აქტივების 3,8% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 16,4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10,6% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7,4% გლობალურ აქციებში, 0,8% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე – 60,8%.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/92/234099234_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_14a5cddcb2a86be434fd0d81553983cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველოს საპენსიო აქტივები იზრდება: პროგრამის მონაწილეები და მოგება
10:21 14.02.2023 (განახლებულია: 15:37 14.02.2023) დაგროვებითი საპენსიო სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედდა, ის ამჟამად სავალდებულო ხასიათისაა.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საპენსიო აქტივების ღირებულებამ 3,09 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საპენსიო სააგენტოს ანგარიშში.
აქედან საინვესტიციო საქმიანობის შედეგად დარიცხული სარგებელი 479,5 მლნ ლარია.
ამ დროისათვის დაგროვებით საპენსიო სქემაში 1.372 ათასი ადამიანია ჩართული. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 3.086-მა ადამიანმა, მათ მიიღეს 7,986 მლნ ლარი.
შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე ნომინალური წლიური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე დაირიცხება მისი ხელფასის 6%: 2%-ს იგი თავად გადაიხდის, 2%-ს – მისი დამსაქმებელი და კიდევ 2%-ს – სახელმწიფო.
24-დან 60 ათას ლარამდე ყოველწლიური ხელფასის შემთხვევაში სახელმწიფო მოქალაქის ანგარიშზე მხოლოდ 1%-ს დაარიცხავს. 60 ათასის ზემოთ შემოსავლის შემთხვევაში სახელმწიფო ამ სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.
დაგროვებული საპენსიო თანხის – 560 მლნ ლარის მოცულობის პირველი ინვესტიცია სააგენტომ 2020 წლის მარტში განახორციელა. ინვესტიცია მაღალი რეიტინგის მქონე კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში განხორციელდა.
საპენსიო სააგენტოს
ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგები 2019 წლიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით 41,85%-ს შეადგენს, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2,66% შეადგინა
.საპენსიო აქტივების 3,8% განთავსებულია მიმდინარე ანგარიშებზე, 16,4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10,6% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7,4% გლობალურ აქციებში, 0,8% ევროობლიგაციებში, ხოლო სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებზე – 60,8%.