https://sputnik-georgia.com/20230214/raze-xarjaven-fuls-ucxoelebi-saqartvelosi-axali-statistika-274882504.html
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
Sputnik საქართველო
უცხოელი საქართველოში ვიზიტისას საშუალოდ 2,3 ათას ლარს ხარჯავს 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T22:46+0400
2023-02-14T22:46+0400
2023-02-14T22:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
ტურიზმი საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268688971_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_88e7155c5368655f885adbb0f0e60b0d.jpg
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 2022 წელს უცხოელების მიერ დახარჯული თანხების 60%-ზე მეტი საკვებზე, სასმელსა და განთავსებაზე მოდის, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.2022 წელს საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, რომელმაც 3,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ვიზიტების რიცხვით რეკორდული, 2019 წლის მაჩვენებელი 7,6%-ით გააუმჯობესა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში დახარჯეს 10,8 მლრდ ლარი, საიდანაც 64,2% საკვებსა და განთავსებაზე მოდის.სტატისტიკის თანახმად, უცხოელი საქართველოში ვიზიტისას საშუალოდ 2,3 ათას ლარს ხარჯავს, საიდანაც დაახლოებით 1500 ლარი იხარჯება საკვებსა და განთავსებაზე (საქართველოში საშუალოდ 6,3 ღამის ყოფნის შემთხვევაში).რა მიზნით და რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან უცხოელები საქართველოში: ახალი სტატისტიკა >>2022 წელს უცხოელებმა საყიდლებზე 1,7 მილიარდი ლარი დახარჯეს, გასართობ, სპორტულ, კულტურულ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებზე - 1,2 მილიარდი ლარი.ადგილობრივი ტრანსპორტით მგზავრობა ვიზიტორებს 2022 წელს 858,7 მილიონი ლარი დაუჯდათ.ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი ვიზიტის განმავლობაში თითოეული ტურისტი საყიდლებზე საშუალოდ 355 ლარს ხარჯავდა, სხვადასხვა გასართობზე - 247,6 ლარს, ტრანსპორტზე კი 182,6 ლარს.„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს 3,9 მილიონმა საერთაშორისო ვიზიტორმა საქართველოში 4,7 მილიონი ვიზიტი განახორციელა.ამასთან, ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ისინი საქართველოში ჩამოსულთა საერთო რაოდენობის 23,3%-ს შეადგენდნენ. ისინი ასევე ლიდერობენ ვიზიტების რაოდენობითაც: 915,1 ათასმა რუსეთის მოქალაქემ საქართველოში 1,1 მილიონი ვიზიტი განახორციელა.პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეებიც. თურქეთის მოქალაქეებმა 925,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს, ხოლო სომხეთის მოქალაქეებმა - 742,6 ათასი.წყარო - საქსტატი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/14/268688971_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_73ae03da0e1ef7a36f1c1c137b28983d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ტურიზმი საქართველოში
რაზე ხარჯავენ ფულს უცხოელები საქართველოში - ახალი სტატისტიკა
უცხოელი საქართველოში ვიზიტისას საშუალოდ 2,3 ათას ლარს ხარჯავს
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 2022 წელს უცხოელების მიერ დახარჯული თანხების 60%-ზე მეტი საკვებზე, სასმელსა და განთავსებაზე მოდის, ნათქვამია „საქსტატის“ მასალებში.
2022 წელს საქართველომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლით, რომელმაც 3,5 მლრდ დოლარს გადააჭარბა, ვიზიტების რიცხვით რეკორდული, 2019 წლის მაჩვენებელი 7,6%-ით გააუმჯობესა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს საერთაშორისო ვიზიტორებმა საქართველოში დახარჯეს 10,8 მლრდ ლარი, საიდანაც 64,2% საკვებსა და განთავსებაზე მოდის.
სტატისტიკის თანახმად, უცხოელი საქართველოში ვიზიტისას საშუალოდ 2,3 ათას ლარს ხარჯავს, საიდანაც დაახლოებით 1500 ლარი იხარჯება საკვებსა და განთავსებაზე (საქართველოში საშუალოდ 6,3 ღამის ყოფნის შემთხვევაში).
2022 წელს უცხოელებმა საყიდლებზე 1,7 მილიარდი ლარი დახარჯეს, გასართობ, სპორტულ, კულტურულ და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებზე - 1,2 მილიარდი ლარი.
ადგილობრივი ტრანსპორტით მგზავრობა ვიზიტორებს 2022 წელს 858,7 მილიონი ლარი დაუჯდათ.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი ვიზიტის განმავლობაში თითოეული ტურისტი საყიდლებზე საშუალოდ 355 ლარს ხარჯავდა, სხვადასხვა გასართობზე - 247,6 ლარს, ტრანსპორტზე კი 182,6 ლარს.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს 3,9 მილიონმა საერთაშორისო ვიზიტორმა საქართველოში 4,7 მილიონი ვიზიტი განახორციელა.
ამასთან, ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ისინი საქართველოში ჩამოსულთა საერთო რაოდენობის 23,3%-ს შეადგენდნენ. ისინი ასევე ლიდერობენ ვიზიტების რაოდენობითაც: 915,1 ათასმა რუსეთის მოქალაქემ საქართველოში 1,1 მილიონი ვიზიტი განახორციელა.
პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეებიც. თურქეთის მოქალაქეებმა 925,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს, ხოლო სომხეთის მოქალაქეებმა - 742,6 ათასი.