რა მიზნით და რომელი ქვეყნებიდან ჩამოდიან უცხოელები საქართველოში: ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისში
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
გასულ წელს უცხოელები ძირითადად თბილისსა და აჭარას სტუმრობდნენ.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ყოველი მეორე უცხოელი, რომელიც 2022 წელს საქართველოს ეწვია, დასასვენებლად და გასართობად ჩამოვიდა, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2022 წელს 3,9 მილიონმა საერთაშორისო ვიზიტორმა საქართველოში 4,7 მილიონი ვიზიტი განახორციელა.
ამასთან, ვიზიტორებს შორის ყველაზე მეტი რუსეთის მოქალაქეები იყვნენ, ისინი საქართველოში ჩამოსულთა საერთო რაოდენობის 23,3%-ს შეადგენდნენ. ისინი ასევე ლიდერობენ ვიზიტების რაოდენობითაც: 915,1 ათასმა რუსეთის მოქალაქემ საქართველოში 1,1 მილიონი ვიზიტი განახორციელა.
პირველ სამეულში ასევე მოხვდნენ თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეები. თურქეთის მოქალაქეებმა 925,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს, ხოლო სომხეთის მოქალაქეებმა – 742,6 ათასი.
ღარიბაშვილმა დუბაიში გამართულ სამიტზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა >>
ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან დაახლოებით 3,7 მილიონი ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 2,3-ჯერ მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.
ამასთან, 4,7 მილიონი ვიზიტიდან 53,6% დასვენებისა და გართობის მიზნით განხორციელდა, კიდევ 20% – მეგობრების ან ნათესავების მონახულების მიზნით, ხოლო 13,6% – სხვა ქვეყნებში ტრანზიტის გამო.
პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობისთვის უცხოელებმა 2022 წელს ვიზიტების 6,6% განახორციელეს.
საქართველოში შოპინგის თემა ვიზიტების 4,2%-ს შეადგენს, ხოლო მკურნალობა და რეაბილიტაცია – 0,5%. ვიზიტების კიდევ 1,4% „სხვა“ მიზნებით განხორციელდა.
ამასთან, ვიზიტების უმეტესი ნაწილი იყო თბილისში ან აჭარაში, საქართველოს დედაქალაქზე ვიზიტების 36,2% მოდის, ხოლო აჭარაზე – 28,6%.
ვიზიტების სიაში ასევე მოხვდნენ მცხეთა-მთიანეთი (12,1%), ქვემო ქართლი (5%), სამცხე-ჯავახეთი (4,9%), იმერეთი (4,8%) და კახეთი (3,7%). ვიზიტების კიდევ 4,9% საქართველოს დანარჩენ ოთხ რეგიონზე მოდის.
წყარო - „საქსტატი“
ყველა ახალი ამბავი
0