https://sputnik-georgia.com/20230214/qutaisis-aeroportis-macveneblebma-pandemiamdel-macveneblebs-gadaawarba-274875047.html
ქუთაისის აეროპორტში მაჩვენებლებმა პანდემიანდელ მონაცემებს გადააჭარბა
ქუთაისის აეროპორტში მაჩვენებლებმა პანდემიანდელ მონაცემებს გადააჭარბა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T18:56+0400
2023-02-14T18:56+0400
2023-02-14T22:47+0400
ტურიზმი საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
ქუთაისი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/92/239939252_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_24a53447176298a95989838767fadbf9.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის იანვარში მგზავრთნაკადი, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 53%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,კომპანიის ცნობით, იანვარში ქუთაისის აეროპორტით 85.508-მა მგზავრმა ისარგებლა. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 55.895 იყო.მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო.იანვარში აეროპორტი 294 რეისს მოემსახურა, მაშინ, როცა 2019 წლის იანვარში 188 რეისი იყო შესრულებული.ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში ავიაბაზას აფართოებს>>საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.კომპანია მგზავრებს ასევე სიახლეების შესახებაც ახსენებს. კერძოდ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23993/92/239939252_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_88e30418930592edd532eb2a6af42d08.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ქუთაისი
ტურიზმი საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა, ქუთაისი
ქუთაისის აეროპორტში მაჩვენებლებმა პანდემიანდელ მონაცემებს გადააჭარბა
18:56 14.02.2023 (განახლებულია: 22:47 14.02.2023) ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში 2023 წლის იანვარში მგზავრთნაკადი, 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 53%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 56%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,
კომპანიის ცნობით, იანვარში ქუთაისის აეროპორტით 85.508-მა მგზავრმა ისარგებლა. პანდემიამდე, 2019 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 55.895 იყო.
მგზავრთნაკადის გარდა, წლის დასაწყისში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიარეისების რაოდენობის კუთხითაც ზრდა იყო.
იანვარში აეროპორტი 294 რეისს მოემსახურა, მაშინ, როცა 2019 წლის იანვარში 188 რეისი იყო შესრულებული.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ოპერირებს.
კომპანია მგზავრებს ასევე სიახლეების შესახებაც ახსენებს. კერძოდ, 2023 წლის ივნისიდან ავიაკომპანია WIZZ AIR ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მესამე ბაზირებულ ხომალდს დააბრუნებს და რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით.
2023 წლის 4 ივნისიდან კი ყაზახური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია FlyArystan პირდაპირ რეგულარულ რეისებს შეასრულებს ალმათი-ქუთაისი-ალმათის მიმართულებით.