https://sputnik-georgia.com/20230113/wizz-air-qutaisshi-aviabazas-apartoebs-273892947.html
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში ავიაბაზას აფართოებს
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში ავიაბაზას აფართოებს
Sputnik საქართველო
ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. 13.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-13T11:20+0400
2023-01-13T11:20+0400
2023-01-13T16:07+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/04/271921538_0:308:3094:2048_1920x0_80_0_0_ee2af4f0ad054860cf0f1cb0e8cc7469.jpg
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში საკუთარ ავიაბაზას გააფართოებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.უწყების ცნობით, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ მესამე ხომალდს 2023 წლის ივნისიდან დააბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს ევროპის ხუთი ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორჯერ შესრულდება.გასული წლის 11 თვის მონაცემებით, Wizz Air დაახლოებით 550 ათას მგზავრს მოემსახურა. 2023 წელს ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით განახორციელებს.ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა>>>ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.Wizz Air ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. კომპანიამ ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვლიდან განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/04/271921538_363:0:3094:2048_1920x0_80_0_0_bee51eb637883a2cb54f35cfc381f815.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში ავიაბაზას აფართოებს
11:20 13.01.2023 (განახლებულია: 16:07 13.01.2023) ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს.
თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისში საკუთარ ავიაბაზას გააფართოებს, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.
უწყების ცნობით, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ მესამე ხომალდს 2023 წლის ივნისიდან დააბრუნებს და პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას დაიწყებს ევროპის ხუთი ქალაქის – ბრიუსელის, მადრიდის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. რეგულარული ფრენები კვირაში ორ-ორჯერ შესრულდება.
გასული წლის 11 თვის მონაცემებით, Wizz Air დაახლოებით 550 ათას მგზავრს მოემსახურა. 2023 წელს ავიაკომპანია ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის 27 მიმართულებით განახორციელებს.
ავიაკომპანია Wizz Air ქართულ საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს. ის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა, რომელმაც 2,5 მლნ-ზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო.
Wizz Air ევროპაში მოგზაურობის მოყვარული მოსახლეობის ფავორიტ კომპანიებს შორისაა. კორონავირუსის პანდემიის გამო კომპანია იძულებული იყო შეემცირებინა თავისი ბაზები და შეეწყვიტა ფრენები. კომპანიამ ავიამიმოსვლა 2021 წლის 1 თებერვლიდან განაახლა, ზაფხულიდან კი რეგულარული ფრენების აღდგენა დაიწყო.