https://sputnik-georgia.com/20221031/qutaisis-aeroportshi-prenebi-ganaxlda-271785385.html
ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა
ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 6 ავიაკომპანია რეისებს 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ასრულებს. 31.10.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-10-31T12:13+0400
2022-10-31T12:13+0400
2022-10-31T15:54+0400
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
ქუთაისი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500274_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_5e1c6b7e6bae25a3cb7bda1a1737b7c2.jpg
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს დაიკეტა და ის 24 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაჭიანურდა. ამ პერიოდში რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდებოდა.აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში მოხდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. სადაც ბეტონის ფილები ყველაზე მეტად იყო დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80 მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის 50 მმ სისქის საფარი გაკეთდა.პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარს შეადგენდა, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.
საქართველო
ქუთაისი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/13/251500274_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_b3a06c9d88c521e4ed956d4152436a11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, ქუთაისი , საზოგადოება, ახალი ამბები
ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდა
12:13 31.10.2022 (განახლებულია: 15:54 31.10.2022) ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 6 ავიაკომპანია რეისებს 17 ქვეყნის 28 მიმართულებით ასრულებს.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გეგმური რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ რეისების მიღება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ასაფრენი ბილიკის რემონტთან დაკავშირებით 10 ოქტომბერს დაიკეტა და ის 24 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, მაგრამ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სარემონტო სამუშაოები არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო გაჭიანურდა. ამ პერიოდში რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან სრულდებოდა.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეაბილიტაცია გუშინ დასრულდა. პირველი რეისი გვიან ღამით მინსკიდან შესრულდა, რომელსაც 80 მგზავრი ჩამოჰყვა, ქუთაისიდან კი 92 ადამიანი გაფრინდა. დღეს, 12:30 საათზე შესრულდება რეისი ათენიდან, 13:30 საათზე კი ბორტი ქუთაისიდან ლარნაკაში გაფრინდება", – ნათქვამია განცხადებაში.
აეროპორტების გაერთიანების განმარტებით, განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში მოხდა ასფალტ-ბეტონის საფარის დაზიანებული ადგილების ფრეზირება. სადაც ბეტონის ფილები ყველაზე მეტად იყო დაზიანებული, მოხდა ფილის დემონტაჟი. ასაფრენ-დასაფრენი ზოლის შუა ნაწილში ორ ფენად დაიგო 80 მმ სისქის მსხვილმარცვლოვანი ასფალტ-ბეტონის საფარი, ასევე ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ცენტრალურ უბანზე წვრილმარცვლოვანი მოდიფიცირებული ასფალტ-ბეტონის 50 მმ სისქის საფარი გაკეთდა.
პროექტის ბიუჯეტი 8 მლნ ლარს შეადგენდა, რომელიც ქუთაისის აეროპორტის ოპერატორმა კომპანიამ – საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ დაფარა. სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.