https://sputnik-georgia.com/20230214/incidenti-erovnul-galereasi-mxatvris-winaarmdeg-arzrul-saqmeze-gamozieba-sewyda-274883871.html
ინციდენტი ეროვნულ გალერეაში: მხატვრის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამოძიება შეწყდა
ინციდენტი ეროვნულ გალერეაში: მხატვრის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამოძიება შეწყდა
Sputnik საქართველო
მხატვარმა გამოფენის გახსნაზე კედლიდან თავისი ნახატი ჩამოხსნა და მის ადგილზე ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T23:53+0400
2023-02-14T23:53+0400
2023-02-14T23:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
კულტურა საქართველოში
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:91:1000:654_1920x0_80_0_0_7ed41dcb3c49482864333661272d2bad.jpg
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღიძრა მის მიერ მუზეუმის კედლიდან საკუთარი ნახატის მოხსნისა და მის ადგილზე წარწერის გაკეთების შემდეგ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქურდობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).ჯგუფურმა გამოფენამ „ავტოპორტრეტი სარკესთან“, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო სულაბერიძე, XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის 41 ქართველი მხატვრის ნამუშევრები გააერთიანა. ღონისძიება 4 თებერვალს დაიწყო და 12 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მომხდარი ინციდენტის გამო 20 თებერვალს დასრულდება.მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გახსნაზე კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და მის ადგილზე ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ინციდენტის გამო გალერეა ოთხი დღით დახურეს.მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სულაბერიძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მხატვრის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ, მობილიზებული იყო პოლიცია.იმავდროულად, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ერთი ნორვეგიული, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მხატვრის სისხლისსამართლებრივი დევნა და აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი პერფორმანსის სისხლისსამართლებრივი დევნა დაუშვებელია.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მხატვრის დაპატიმრებას არავინ აპირებს.წყარო - შსს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24551/27/245512740_0:0:872:654_1920x0_80_0_0_c94f2953dfb84b067873e45212d7fc63.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კულტურა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , კულტურა საქართველოში, შემთხვევები საქართველოში
ინციდენტი ეროვნულ გალერეაში: მხატვრის წინააღმდეგ აღძრულ საქმეზე გამოძიება შეწყდა
მხატვარმა გამოფენის გახსნაზე კედლიდან თავისი ნახატი ჩამოხსნა და მის ადგილზე ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც მხატვარ სანდრო სულაბერიძის წინააღმდეგ აღიძრა მის მიერ მუზეუმის კედლიდან საკუთარი ნახატის მოხსნისა და მის ადგილზე წარწერის გაკეთების შემდეგ, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2023 წლის 4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა შეტყობინება საქართველოს ეროვნული გალერეის საგამოფენო სივრციდან თანამედროვე ხელოვნების ნიმუშის ქურდობის ფაქტზე. შესაბამისმა სამსახურებმა გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქურდობა, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
საქმის ფარგლებში ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები. დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შემდეგ საქმეზე გამოძიება შეწყდა.
ჯგუფურმა გამოფენამ „ავტოპორტრეტი სარკესთან“, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო სულაბერიძე, XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის 41 ქართველი მხატვრის ნამუშევრები გააერთიანა. ღონისძიება 4 თებერვალს დაიწყო და 12 მარტამდე უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ მომხდარი ინციდენტის გამო 20 თებერვალს დასრულდება.
მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გახსნაზე კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და მის ადგილზე ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ინციდენტის გამო გალერეა ოთხი დღით დახურეს.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ სულაბერიძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, მხატვრის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ, მობილიზებული იყო პოლიცია.
იმავდროულად, ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის ერთი ნორვეგიული, მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მხატვრის სისხლისსამართლებრივი დევნა და აღნიშნავენ, რომ მშვიდობიანი პერფორმანსის სისხლისსამართლებრივი დევნა დაუშვებელია.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რომ მხატვრის დაპატიმრებას არავინ აპირებს.