https://sputnik-georgia.com/20230214/chxenkelma-sauketeso-maswavleblis-konkursshi-gamarjvebulebi-daajildova-274858433.html
განათლების მინისტრმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა
განათლების მინისტრმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა
საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი... 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T16:21+0400
2023-02-14T16:21+0400
2023-02-14T21:49+0400
საქართველო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0e/274852769_0:93:1280:813_1920x0_80_0_0_fe5223fc302a95c47b25e89899b8ca24.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მინისტრმა დააჯილდოვა ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის პედაგოგები.ჩხენკელის თქმით, საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მართლაც უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც უკვე წლებია ემსახურება პედაგოგების როლის დაფასებასა და მათი შრომის აღიარებას. მასწავლებლის პროფესია საპატიო და საპასუხისმგებლოა, დასძინა მინისტრმა.2022 წლის კონკურსის ფარგლებში ქართული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა დიანა წურწუმიამ მოიპოვა.ქართულის, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის საჯარო სკოლის პედაგოგი ზვიად ფიფია გახდა.ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებლის წოდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს ქეთევან ემრაშვილს მიენიჭა.გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია კილაძე დასახელდა.კონკურსის გამარჯვებულებს მინისტრმა საპატიო ჯილდოები – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. ამასთან, პედაგოგებმა პლანშეტები და სპეციალური პრიზები მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციებისგან.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენაა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0e/274852769_65:0:1201:852_1920x0_80_0_0_3490f78dd1a449db36aab16ff1364337.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
განათლების მინისტრმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა
16:21 14.02.2023 (განახლებულია: 21:49 14.02.2023) საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებლებს, სულ მცირე სამწლიანი სამუშაო გამოცდილებით.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საუკეთესო მასწავლებლის კონკურსში გამარჯვებული პედაგოგები დააჯილდოვა, ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მინისტრმა დააჯილდოვა ქართული ენის, ქართულის, როგორც მეორე ენის, ინგლისური ენისა და გერმანული ენის პედაგოგები.
ჩხენკელის თქმით, საუკეთესო მასწავლებლის ჯილდო მართლაც უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, რომელიც უკვე წლებია ემსახურება პედაგოგების როლის დაფასებასა და მათი შრომის აღიარებას. მასწავლებლის პროფესია საპატიო და საპასუხისმგებლოა, დასძინა მინისტრმა.
„მასწავლებლობა ერთ-ერთი გამორჩეული, უაღრესად საპატიო, ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო პროფესიაა და თითოეული პედაგოგი მოსწავლეებში ცოდნის სიყვარულის გაღვივებაზე ზრუნვით ყოველდღიურად სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს ემსახურება“, – განაცხადა ჩხენკელმა.
2022 წლის კონკურსის ფარგლებში ქართული ენის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის №1 საჯარო სკოლის მასწავლებელმა დიანა წურწუმიამ მოიპოვა.
ქართულის, როგორც მეორე ენის საუკეთესო მასწავლებელი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის საჯარო სკოლის პედაგოგი ზვიად ფიფია გახდა.
ინგლისური ენის საუკეთესო მასწავლებლის წოდება წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარეთის საჯარო სკოლის მასწავლებელს ქეთევან ემრაშვილს მიენიჭა.
გერმანული ენის საუკეთესო მასწავლებლად წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ნათია კილაძე დასახელდა.
კონკურსის გამარჯვებულებს მინისტრმა საპატიო ჯილდოები – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა. ამასთან, პედაგოგებმა პლანშეტები და სპეციალური პრიზები მიიღეს პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი ყოველწლიურად ტარდება და მისი მიზანი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენაა.