https://sputnik-georgia.com/20230213/turqetis-miwiszvra-274813283.html
თურქეთის მიწისძვრა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ კონტინენტურ რყევათა ათეულში შევიდა
თურქეთის მიწისძვრა მსოფლიოში ყველაზე ძლიერ კონტინენტურ რყევათა ათეულში შევიდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრები ათ ყველაზე დიდ მიწისძვრათა შორისაა, რომლებიც ოდესმე დაფიქსირებულა... 13.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-13T12:30+0400
2023-02-13T12:30+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
ახალი ამბები
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274754022_0:304:1309:1040_1920x0_80_0_0_a8c7142b723e8a260dc5ed407be276e3.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრები ათ ყველაზე დიდ მიწისძვრათა შორისაა, რომლებიც ოდესმე დაფიქსირებულა მსოფლიოში ეპიცენტრით ხმელეთზე, განაცხადა კანადელმა სეისმოლოგმა, პროფესორმა ედვინ ნისენმა.მისი თქმით, როგორც წესი, ყველაზე ძლიერი რყევების ეპიცენტრები ოკეანეებშია.აღსანიშნავია, რომ 1939 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერ მიწისძვრას თურქეთში, ბოლო ცნობებით, 29.500 კაცზე მეტი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა. 1939 წლის მიწისძვრამ 30 ათასი ადამიანი შეიწირა.მისი თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ მიწისვრა ღამით მოხდა „მკაცრი ზამთრის პერიოდში, რაც დაღუპულთა და დაშავებულთა ესოდენ დიდი რაოდენობის კიდევ ერთი ფაქტორია“.ამ დროისათვის თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 33 ათას კაცს აჭარბებს. გამომდინარე იქიდან, რომ ნანგრევებში ცოცხლების პოვნის შანსები უფრო და უფრო მცირდება, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და გამორიცხული არ არის, 2023 წლის მიწისძვრების შედეგებმა 1939 წლის რყევების შედეგებს გადააჭარბოს. ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტექტონიკური რღვევების ხაზებზე მდებარე ქვეყანაში მშენებლობის ხარისხი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე შენობის ჩამონგრევის გამო სასამართლო პროცესები უკვე დაიწყო. როგორც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, ქვეყნის 10 დაზარალებულ პროვინციაში ათასობით შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით 131 ეჭვმიტანილია იდენტიფიცირებული.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274754022_0:273:1023:1040_1920x0_80_0_0_32d8231761d5917d5ad094977afec166.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , ახალი ამბები, მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , ახალი ამბები, მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. მიმდინარე წლის 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრები ათ ყველაზე დიდ მიწისძვრათა შორისაა, რომლებიც ოდესმე დაფიქსირებულა მსოფლიოში ეპიცენტრით ხმელეთზე, განაცხადა კანადელმა სეისმოლოგმა, პროფესორმა ედვინ ნისენმა.
მისი თქმით, როგორც წესი, ყველაზე ძლიერი რყევების ეპიცენტრები ოკეანეებშია.
აღსანიშნავია, რომ 1939 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერ მიწისძვრას თურქეთში, ბოლო ცნობებით, 29.500 კაცზე მეტი ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობამ 80 ათასს გადააჭარბა. 1939 წლის მიწისძვრამ 30 ათასი ადამიანი შეიწირა.
„თურქეთის მიწისძვრები არის ერთ-ერთი ხუთ ან ათ ყველაზე ძლიერ კონტინენტურ მიწისძვრათა შორის, რაც კი ოდესმე დაფიქსირებულა. ის, რაც მათ ესოდენ გამანადგურებლად აქცევს — ეს მასშტაბებისა და მდებარეობის ერთობლიობაა თურქეთის მჭიდროდ დასახლებულ ნაწილში“, — ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Anadolu პროფესორს.
მისი თქმით, ამას დაემატა ისიც, რომ მიწისვრა ღამით მოხდა „მკაცრი ზამთრის პერიოდში, რაც დაღუპულთა და დაშავებულთა ესოდენ დიდი რაოდენობის კიდევ ერთი ფაქტორია“.
ამ დროისათვის თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 33 ათას კაცს აჭარბებს. გამომდინარე იქიდან, რომ ნანგრევებში ცოცხლების პოვნის შანსები უფრო და უფრო მცირდება, მსხვერპლის რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და გამორიცხული არ არის, 2023 წლის მიწისძვრების შედეგებმა 1939 წლის რყევების შედეგებს გადააჭარბოს.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტექტონიკური რღვევების ხაზებზე მდებარე ქვეყანაში მშენებლობის ხარისხი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა, თურქეთის ხელისუფლებამ რამდენიმე შენობის ჩამონგრევის გამო სასამართლო პროცესები უკვე დაიწყო.
როგორც თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქტაიმ განაცხადა, ქვეყნის 10 დაზარალებულ პროვინციაში ათასობით შენობის ჩამონგრევასთან დაკავშირებით 131 ეჭვმიტანილია იდენტიფიცირებული.