რუსთავის ქუჩები უფრო უსაფრთხო გახდება: ქალაქში მართლწესრიგის ოფიცრები გამოჩნდნენ

© photo: Sputnik / Stringerრუსთავი
რუსთავი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
მართლწესრიგის ოფიცრებმა ყოფილი უბნის ინსპექტორები ჩაანაცვლეს. უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში გაუქმდა.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. პოლიციის რეფორმის ფარგლებში მართლწესრიგის ინსტიტუტი თბილისის შემდეგ რუსთავშიც ამოქმედდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მართლწესრიგის 19 ოფიცერი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში მუშაობას უკვე შეუდგა.
ოფიცრების შერჩევა საკონკურსო წესით მოხდა. კონკურსში გამარჯვებულმა კანდიდატებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში რამდენიმეკვირიანი ინტენსიური პროფესიული სწავლება გაიარეს.
სიახლეები ქართულ პოლიციაში: რა შეიცვლება 2023 წელს>>>
მართლწესრიგის ოფიცრის კომპეტენციაში შედის ისეთი საკითხები, როგორიცაა არასრულწლოვნებთან, ოჯახში ძალადობასთან, სამეზობლო დავებთან, უკანონო მიგრაციასთან, მოწყვლად ჯგუფებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე რეაგირება.
მის ფუნქცია-მოვალეობებში ასევე შედის: დანაშაულის პრევენციაზე ორიენტირებული ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება; ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა წარმოება; შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება და ა.შ.
მართლწესრიგის ოფიცერთა რაოდენობა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გაიზრდება და ინსტიტუტი ყველა მსხვილ ქალაქში ამოქმედდება.
ყველა ახალი ამბავი
0