ღარიბაშვილმა საქართველოს „გადამწყვეტ გზაზე“ ისაუბრა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
კანდიდატის სტატუსი – საქართველოს შემდეგი ეტაპია ევროკავშირში შესასვლელად, აღნიშნა პრემიერმა.
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. დღეს საქართველო ევროკავშირის წევრობისკენ ისწრაფვის ისე, როგორც არასდროს, ქვეყნის მომავალი ევროკავშირშია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დუბაიში მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების შესახებ და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და სხვ.

„საქართველო ისწრაფვის გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი – დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ განაცხადი წარადგინა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე, ხოლო 2022 წლის 23 ივნისს ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანდიდატის სტატუსი – საქართველოს შემდეგი ეტაპია ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
„გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ, გლობალურ, სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება.
ღარიბაშვილმა დუბაიში გამართულ სამიტზე საქართველოს მიღწევებზე ისაუბრა>>
„დასკვნის სახით მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, შესაძლებლობების და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ შევქმნათ ძლიერი, დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამავე დროს ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, რომელიც იქნება ინკლუზიური, ინოვაციური და მომავალზე ორიენტირებული, აღნიშნა პრემიერმა.

„ჩვენ გვაქვს რესურსი, ნიჭი და მონდომება წარმატების მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ჩვენ ხედვას რეალობად ვაქცევთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ევროკომისიამ 2023 წლის 1 თებერვალს გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც საქართველოს მთავრობის მუშაობა უმრავლეს სფეროებში დადებითად არის შეფასებული. საუბარია საქართველოს საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დაახლოებაზე ევროკავშირთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, ფინანსური კონტროლი, გარემო, მეცნიერება და განათლება და სხვ.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ევროკომისია თებერვალში შეაფასებს საქართველოს მიღწევებს რეკომენდაციების შესრულების საკითხში. სავარაუდოდ, ანგარიში გაზაფხულზე იქნება მზად, ხოლო ოფიციალური დასკვნა – შემოდგომაზე.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0