https://sputnik-georgia.com/20230213/nntirusuli-sanqciebis-axal-paketi-274814623.html
„ალფა-ბანკი“ და 10-მილიარდიანი ექსპორტი: რას მოიცავს ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი
„ალფა-ბანკი“ და 10-მილიარდიანი ექსპორტი: რას მოიცავს ანტირუსული სანქციების ახალი პაკეტი
Sputnik საქართველო
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეათე პაკეტში შესაძლოა 130-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის სამხედრო ჩინოვნიკები... 13.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-13T13:29+0400
2023-02-13T13:29+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ევროკავშირი
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ
პოლიტიკა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23405/35/234053575_0:0:2906:1636_1920x0_80_0_0_1ab6e9248bcf07c2efb1e4421c10d5d4.jpg
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეათე პაკეტში შესაძლოა 130-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის სამხედრო ჩინოვნიკები და ჟურნალისტები მოხვდნენ, იუწყება Politico.გამოცემის ცნობით, შეზღუდვები შესაძლოა ოთხ ბანკს შეეხოს, მათ შორის უკვე სანქცირებულ, რუსეთის ყველაზე მსხვილ კერძო „ალფა-ბანკსაც“.გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი აკრძალავს სატვირთო მანქანების, სამშენებლო ტექნიკისა და ელექტრონული კომპონენტების რუსეთში ექსპორტს. ასევე იგეგმება შეზღუდვების დაწესება არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაოსნო კომპანიის მიმართაც, რომელიც ანტირუსული სანქციების გვერდის ავლაშია ეჭვმიტანილი. ამასთან გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელ გადამზიდავ კომპანიაზეა საუბარი.მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების მეათე პაკეტი, გარდა იმისა, რომ დახურავს ხვრელებს უკვე დაწესებულ შეზღუდვებში, ასევე ითვალისწინებს რუსული ექსპორტის ბლოკირებას 10 მილიარდი ევროს ოდენობით.როგორც მოსალოდნელია, სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყების წლისთავზე — 24 თებერვლისთვის გამოცხადდება.ამასთან ერთად ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს ისეთი რუსული კომპანიების განდევნა ევროპული ბაზრიდან, როგორებიცაა „ლუკოილი“ და „როსატომი“, ასევე ემბარგოს დაწესება ყველა სახის რუსული წიაღისეული საწვავისა და ურანის იმპორტზე.წყარო: Politico
ევროკავშირი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23405/35/234053575_147:0:2878:2048_1920x0_80_0_0_b3631e881f0667bc1450661c51b3d624.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ევროკავშირი , სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, პოლიტიკა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ევროკავშირის ანტირუსული სანქციების მეათე პაკეტში შესაძლოა 130-მდე ფიზიკური და იურიდიული პირი, მათ შორის სამხედრო ჩინოვნიკები და ჟურნალისტები მოხვდნენ, იუწყება Politico.
გამოცემის ცნობით, შეზღუდვები შესაძლოა ოთხ ბანკს შეეხოს, მათ შორის უკვე სანქცირებულ, რუსეთის ყველაზე მსხვილ კერძო „ალფა-ბანკსაც“.
გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი აკრძალავს სატვირთო მანქანების, სამშენებლო ტექნიკისა და ელექტრონული კომპონენტების რუსეთში ექსპორტს. ასევე იგეგმება შეზღუდვების დაწესება არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაოსნო კომპანიის მიმართაც, რომელიც ანტირუსული სანქციების გვერდის ავლაშია ეჭვმიტანილი. ამასთან გამოცემა არ აკონკრეტებს, რომელ გადამზიდავ კომპანიაზეა საუბარი.
მანამდე ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ სანქციების მეათე პაკეტი, გარდა იმისა, რომ დახურავს ხვრელებს უკვე დაწესებულ შეზღუდვებში, ასევე ითვალისწინებს რუსული ექსპორტის ბლოკირებას 10 მილიარდი ევროს ოდენობით.
როგორც მოსალოდნელია, სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში რუსული სამხედრო ოპერაციის დაწყების წლისთავზე — 24 თებერვლისთვის გამოცხადდება.
ამასთან ერთად ევროპარლამენტის წევრებმა მოითხოვეს ისეთი რუსული კომპანიების განდევნა ევროპული ბაზრიდან, როგორებიცაა „ლუკოილი“ და „როსატომი“, ასევე ემბარგოს დაწესება ყველა სახის რუსული წიაღისეული საწვავისა და ურანის იმპორტზე.