მასმედია: ბათუმის ნაპირთან საზღვაო ნაღმი აფეთქდა

© Sputnik / Seyran Baroyanბათუმის სანაპირო
ბათუმის სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. ბათუმში, ნაპირიდან დაახლოებით 25 მეტრში, ზღვაში აფეთქება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, აფეთქდა საზღვაო ნაღმი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არაფერი დაზიანებულა. ჯერჯერობით უცნობია, საიდან აღმოჩნდა ნაღმი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან.
წყარო - ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ყველა ახალი ამბავი
0