https://sputnik-georgia.com/20230212/turqetsi-miwiszvris-sedegad-saqartvelos-kidev-erti-moqalaqe-dairupa-274791392.html
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
ბოლო ცნობებით, მიწისძვრას თურქეთში მთლიანობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა. 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T00:19+0400
2023-02-12T00:19+0400
2023-02-13T16:41+0400
ახალი ამბები
თურქეთი
მიწისძვრა
შემთხვევები
საქართველო
სტიქიური მოვლენები
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274592824_0:320:3073:2048_1920x0_80_0_0_40faaa590bdcb3235027b2937b521483.jpg
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.ინფორმაცია კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს.მაშველებმა ცხედარი ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.ბოლო ცნობებით, მიწისძვრას თურქეთში მთლიანობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა.თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ამ დღეებში ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.გარდა ამისა, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოყო.6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი – 7,8 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რასაც უზარმაზარი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაიღუპა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი, აქედან 22.327 - თურქეთში. ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარე საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად გადარჩენილია 80.088 ადამიანი, ევაკუირებულია - 92.697.თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
თურქეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274592824_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_7fc5fc51675d156c0f68a2f808fd5296.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, თურქეთი , მიწისძვრა, შემთხვევები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, საზოგადოება
ახალი ამბები, თურქეთი , მიწისძვრა, შემთხვევები, საქართველო, სტიქიური მოვლენები, საზოგადოება
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა
00:19 12.02.2023 (განახლებულია: 16:41 13.02.2023) ბოლო ცნობებით, მიწისძვრას თურქეთში მთლიანობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა.
თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
ინფორმაცია კიდევ ერთი ქართველის დაღუპვის შესახებ თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დაუდასტურეს.
მაშველებმა ცხედარი ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს.
ბოლო ცნობებით, მიწისძვრას თურქეთში მთლიანობაში საქართველოს ხუთი მოქალაქე ემსხვერპლა.
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ამ დღეებში ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.
გარდა ამისა, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოყო.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი – 7,8 და 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრები მოხდა, რასაც უზარმაზარი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, ორივე ქვეყანაში დაიღუპა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი, აქედან 22.327 - თურქეთში. ქვეყანაში უწყვეტად მიმდინარე საძიებო-სამაშველო სამუშაოების შედეგად გადარჩენილია 80.088 ადამიანი, ევაკუირებულია - 92.697.
თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.