https://sputnik-georgia.com/20230212/irakli-raribasvili-monawileobas-miirebs-msoflio-mtavrobata-samitsi-dubaisi-274798493.html
ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში დუბაიში
ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში დუბაიში
Sputnik საქართველო
ღონისძიებაზე, რომელიც მომავლის მთავრობათა ფორმირებას მიეძღვნება, პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T18:40+0400
2023-02-12T18:40+0400
2023-02-12T18:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
დუბაი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
საქართველოს მთავრობა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24862/22/248622202_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_d80ebde43bad2d2fd689dbcd386dfd26.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება.მსოფლიოს მთავრობათა სამიტი (World Government Summit 2023/WGS 2023) დუბაიში გაიმართება ლოზუნგით „მომავლის მთავრობების ფორმირება“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მთავრობების და მსოფლიო წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორე ვიზიტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. 2022 წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც შეხვდა საემიროების პრეზიდენტს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს.მაშინ მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები სხვადასხვა სფეროში, ასევე აქტიური მუშაობა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებაზე.გარდა ამისა, დეკემბერში დუბაიში საქართველომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამართეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც გულისხმობდა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას 2023 წლის დასაწყისში.საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით, 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „დოკუმენტს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების პირობების თაობაზე“.არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.
საქართველო
დუბაი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24862/22/248622202_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0823b992760bfb0c38ed69b290503983.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, დუბაი, არაბთა გაერთიანებული საამიროები , საქართველოს მთავრობა , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში დუბაიში
ღონისძიებაზე, რომელიც მომავლის მთავრობათა ფორმირებას მიეძღვნება, პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს მთავრობათა სამიტში, რომელიც დუბაიში გაიმართება.
მსოფლიოს მთავრობათა სამიტი (World Government Summit 2023/WGS 2023) დუბაიში გაიმართება ლოზუნგით „მომავლის მთავრობების ფორმირება“. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ სახელმწიფოს მეთაურები და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, მთავრობების და მსოფლიო წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები.
ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით მიმართავს სამიტის მონაწილეებს. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების გამართვა.
ეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეორე ვიზიტია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. 2022 წლის ოქტომბერში ირაკლი ღარიბაშვილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც შეხვდა საემიროების პრეზიდენტს შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს.
მაშინ მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები სხვადასხვა სფეროში, ასევე აქტიური მუშაობა ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებაზე.
გარდა ამისა, დეკემბერში დუბაიში საქართველომ არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა გამართეს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი, რომელიც გულისხმობდა ორ ქვეყანას შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერას 2023 წლის დასაწყისში.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების განვითარების მიზნით, 2020 წლის დეკემბერში ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა გადაწყვიტეს მოლაპარაკებების დაწყება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა „დოკუმენტს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების პირობების თაობაზე“.
არაბთა გაერთიანებული საამიროები სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის საქართველოს წამყვანი სავაჭრო პარტნიორია.
საქართველომ და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 20 ოქტომბერს დაამყარეს. ქვეყნები მუშაობენ რეგულარული პოლიტიკური კონსულტაციების მექანიზმის შექმნაზე და ორმხრივი ვიზიტების გააქტიურებაზე. ორივე ქვეყანა დაინტერესებულია თანამშრომლობის განვითარებით ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის სფეროში.
გარდა ამისა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დააწესა, რომელიც 2022 წლის ზაფხულში ამოქმედდა. ორი ქვეყნის ორდინარული პასპორტის მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ შევიდნენ, ტრანზიტით გადაადგილდნენ და იმყოფებოდნენ მეორე მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე არაუმეტეს 90 დღისა შესვლის თარიღიდან.