https://sputnik-georgia.com/20230212/daapatimreben-tu-ara-mxatvars-mis-saqciels-exmaurebian-prezidenti-da-deputatebi-274801006.html
დააპატიმრებენ თუ არა მხატვარს - მის საქციელს ეხმაურებიან პრეზიდენტი და დეპუტატები
დააპატიმრებენ თუ არა მხატვარს - მის საქციელს ეხმაურებიან პრეზიდენტი და დეპუტატები
Sputnik საქართველო
მხატვარმა კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T22:42+0400
2023-02-12T22:42+0400
2023-02-12T22:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
კულტურა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/24/237272427_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b8767ac7787a8bd15e41fb84f423a7ca.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. არავინ არ აპირებს მხატვარ სანდრო სულაბერიძის დაპატიმრებას, რომლის წინააღმდეგ ეროვნული გალერეის კედელზე გამოფენის დროს ნახატის მოხსნის და წარწერის გაკეთების გამო გამოძიება დაიწყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.კვირას ცნობილი გახდა, რომ სულაბერიძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მხატვრის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. მედია აქციის მიმდებარედ პოლიციის მობილიზებაზე იუწყებოდა.ეროვნულ გალერეაში მომხდარი ინციდენტის გამო მხატვრის წინააღმდეგ საქმე აღიძრა >>სულაბერიძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რეაქცია მხატვრის საქციელზე სირცხვილის გრძნობას აძრავს.პრეზიდენტის პუბლიკაციას თითქმის მაშინვე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ზურაბიშვილი უბრალოდ მახეში გაება, ხოლო ავტორის დაცვა, რომელმაც საკუთარი ნახატი მოიპარა, სხვა არაფერია, თუ არა არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა.თავისი პოზიცია დააფიქსირა ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დეპარტამენტის უფროსმა, ეროვნული გალერეის ხელმძღვანელმა მაცაცო გაბუნიამ. მისი თქმით, ამ „უცოდველი“ აქტის გამო ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში.ეროვნული გალერეა - სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც პასუხისმგებელია მასში წარმოდგენილ ყველა ნამუშევარზე, აღნიშნა მან.მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გახსნაზე კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ინციდენტის გამო გალერეა ოთხი დღით დახურეს.ჯგუფური გამოფენა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო სულაბერიძე, XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. ღონისძიება 12 მარტამდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/24/237272427_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_09b875cc9610096b1510fa2e65296625.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, თბილისი დღეს, კულტურა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება
დააპატიმრებენ თუ არა მხატვარს - მის საქციელს ეხმაურებიან პრეზიდენტი და დეპუტატები
მხატვარმა კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. არავინ არ აპირებს მხატვარ სანდრო სულაბერიძის დაპატიმრებას, რომლის წინააღმდეგ ეროვნული გალერეის კედელზე გამოფენის დროს ნახატის მოხსნის და წარწერის გაკეთების გამო გამოძიება დაიწყო, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ.
კვირას ცნობილი გახდა, რომ სულაბერიძის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მხატვრის მხარდასაჭერად თბილისში საპროტესტო აქციაზე მოქალაქეები შეიკრიბნენ. მედია აქციის მიმდებარედ პოლიციის მობილიზებაზე იუწყებოდა.
„გაბრაზდა, კი ბატონო და მოხსნა თავის ნახატი და წაიღო. ამის გამო მას არავინ დაიჭერს. თავი გამოყვეს ამ ფსევდო ლიბერალებმა, ხელმოცარულები არიან, მეტი არაფერი და არ იციან, რით დაკავდნენ. თავიანთი გამოგონილი თემა აქვთ და ახლა ჰგონიათ, რომ საზოგადოებაში მღელვარებას გამოიწვევენ, რომ თურმე იჭერენ. არავინ იჭერს, პატივცემულებო“, - განაცხადა ზარქუამ.
სულაბერიძის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ქვეყნის პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი რეაქცია მხატვრის საქციელზე სირცხვილის გრძნობას აძრავს.
„20 პოლიციის მანქანა „ცისფერი გალერეის“ უკანა ეზოში. მხატვარი ესოდენ საფრთხეს უქმნიდეს სახელმწიფოს??? ცოტა არ იყოს სხვა ეპოქას გვახსენებს და თანამედროვე საქართველოს კი ნამდვილად არცხვენს !”- დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
პრეზიდენტის პუბლიკაციას თითქმის მაშინვე გამოეხმაურა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, ზურაბიშვილი უბრალოდ მახეში გაება, ხოლო ავტორის დაცვა, რომელმაც საკუთარი ნახატი მოიპარა, სხვა არაფერია, თუ არა არარსებული დღის წესრიგის შექმნის მცდელობა.
„აწეული კამპანიაც საზოგადოებაზე არასწორი წარმოდგენის შედეგი და ერთგვარი მახეა ზედმეტად გულუბრყვილო ან ზედმეტად სუბიექტური ადამიანებისთვის. სამწუხაროა, რომ თვით პრეზიდენტიც კი გაება ამ მახეში“, - დაწერა მამუკა მდინარაძემ სოციალურ ქსელში.
თავისი პოზიცია დააფიქსირა ეროვნული მუზეუმის საგამოფენო დეპარტამენტის უფროსმა, ეროვნული გალერეის ხელმძღვანელმა მაცაცო გაბუნიამ. მისი თქმით, ამ „უცოდველი“ აქტის გამო ერთი ადამიანი უკვე რეალურად დაზარალდა, რომ აღარაფერი ვთქვათ გალერეის დათრგუნულ თანამშრომლებზე და იმ ადამიანებზე, რომლებიც აწი უნდა გამოიფინონ გალერეის სივრცეში.
ეროვნული გალერეა - სახელმწიფო დაწესებულებაა, რომელიც პასუხისმგებელია მასში წარმოდგენილ ყველა ნამუშევარზე, აღნიშნა მან.
„არ შეხვიდეთ კანონთან კონფლიქტში და თუ მაინც შეხვალთ, სასჯელისთვისაც იყოთ მზად. არავის ავნოთ და მხატვრის ნამუშევარზე პასუხისმგებელ ადამიანებს არ შეუქმნათ მძიმე პრობლემები იმისთვის, რომ თქვენი გზავნილი და ქმედება მართლაც იყოს მნიშვნელობის მატარებელი ხელოვნება და არა ინფანტილური მავნებლობა“, - დაწერა მაცაცო გაბუნიამ სოციალურ ქსელში.
მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გახსნაზე კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“. ინციდენტის გამო გალერეა ოთხი დღით დახურეს.
ჯგუფური გამოფენა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო სულაბერიძე, XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. ღონისძიება 12 მარტამდე გაგრძელდება.