https://sputnik-georgia.com/20230212/erovnul-galereasi-momxdari-incidentis-gamo-mxatvris-winaarmdeg-saqme-arizra-274794103.html
ეროვნულ გალერეაში მომხდარი ინციდენტის გამო მხატვრის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
ეროვნულ გალერეაში მომხდარი ინციდენტის გამო მხატვრის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
Sputnik საქართველო
გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T11:53+0400
2023-02-12T11:53+0400
2023-08-17T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/20/237272073_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_b31a02433abebfa0ddfcfc91c6d6f1ce.jpg
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნული გალერეის კედელზე გამოფენის დროს წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება „ტვ პირველი“.მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გახსნაზე კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.ვანდალიზმი თუ ხელოვნება - რა მოხდა ეროვნულ გალერეაში >>გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გამოიძახეს. გამოძიება დაინტერესდა, თუ რა მიზანი ჰქონდა სულაბერიძეს ამ პერფორმანსით და იცოდა თუ არა შავგულიძემ მხატვრის განზრახვის შესახებ. გარდა ამისა, შსს-ს აინტერესებდა, რა მიზანი ჰქონდა მხატვარს. შავგულიძე დარწმუნებულია, რომ სულაბერიძემ ზუსტად იცოდა, რომ მისი მოქმედების გამო შეიძლება გამოძიება დაწყებულიყო და მზად იყო ამისათვის.ეროვნული გალერეის ხელმძღვანელმა მაცაცო გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები ჯერ კიდევ 70-იან წლებში ხდებოდა, განსაკუთრებით რუსეთში და ეს სანახაობა ახალი არ არის, მაგრამ გაბუნიამ არ იცის, რატომ მოხდა ეს. დირექტორმა აღნიშნა, რომ ინციდენტის გამო გალერეის ოთხი დღით დახურვა მოუწიათ.ჯგუფური გამოფენა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო სულაბერიძე, XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. ღონისძიება 12 მარტამდე გაგრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23727/20/237272073_111:0:1888:1333_1920x0_80_0_0_542b8f3484e34a5822f80fc2b1e2c416.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში, კულტურა საქართველოში, თბილისი დღეს, საზოგადოება
ეროვნულ გალერეაში მომხდარი ინციდენტის გამო მხატვრის წინააღმდეგ საქმე აღიძრა
11:53 12.02.2023 (განახლებულია: 19:46 17.08.2023) გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს
თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. მხატვარ სანდრო სულაბერიძის მიერ ეროვნული გალერეის კედელზე გამოფენის დროს წარწერის გაკეთებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, იუწყება „ტვ პირველი“.
მხატვარმა სანდრო სულაბერიძემ საქართველოს ეროვნულ გალერეაში გამოფენის „ავტოპორტრეტი სარკესთან“ გახსნაზე კედლიდან თავისი სურათი ჩამოხსნა და ვარდისფერი საღებავით გააკეთა წარწერა – „ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის, „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
გალერეაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოფენის კურატორი ქეთი შავგულიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გამოიძახეს. გამოძიება დაინტერესდა, თუ რა მიზანი ჰქონდა სულაბერიძეს ამ პერფორმანსით და იცოდა თუ არა შავგულიძემ მხატვრის განზრახვის შესახებ. გარდა ამისა, შსს-ს აინტერესებდა, რა მიზანი ჰქონდა მხატვარს. შავგულიძე დარწმუნებულია, რომ სულაბერიძემ ზუსტად იცოდა, რომ მისი მოქმედების გამო შეიძლება გამოძიება დაწყებულიყო და მზად იყო ამისათვის.
ეროვნული გალერეის ხელმძღვანელმა მაცაცო გაბუნიამ ასევე აღნიშნა, რომ მსგავსი აქციები ჯერ კიდევ 70-იან წლებში ხდებოდა, განსაკუთრებით რუსეთში და ეს სანახაობა ახალი არ არის, მაგრამ გაბუნიამ არ იცის, რატომ მოხდა ეს. დირექტორმა აღნიშნა, რომ ინციდენტის გამო გალერეის ოთხი დღით დახურვა მოუწიათ.
ჯგუფური გამოფენა, რომლის ერთ-ერთი მონაწილეც იყო სულაბერიძე, XIX საუკუნიდან დღემდე სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვრების ნამუშევრებს აერთიანებს. ღონისძიება 12 მარტამდე გაგრძელდება.