https://sputnik-georgia.com/20230212/anatoliis-pirveli-meceti-miwiszvris-sedegad-daingra-274800860.html
ანატოლიის პირველი მეჩეთი მიწისძვრის შედეგად დაინგრა
ანატოლიის პირველი მეჩეთი მიწისძვრის შედეგად დაინგრა
Sputnik საქართველო
მეჩეთში იყო მუსლიმი მართლების - ჰაბიბ-ი ნეჯარისა და შემუნ საფას სამარხები 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T22:10+0400
2023-02-12T22:10+0400
2023-07-20T15:55+0400
თურქეთი
მიწისძვრა
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249902946_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_a104c5da573123f4ca75a23543a492cb.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მეჩეთი ჰაბიბ-ი-ნეჯარი, რომელიც ანატოლიაში პირველ მეჩეთად მიიჩნევა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ტელეარხ TRT Haber-ზე დაყრდნობით.„თურქეთის პროვინცია ჰატაიში მდებარე ჰაბიბ-ი-ნეჯარის მეჩეთი, რომელსაც 14 საუკუნის ისტორია აქვს და ანატოლიაში პირველ მეჩეთად ითვლება, მიწისძვრის დროს ჩამოინგრა“, - იტყობინება ტელეარხი.ღია წყაროების მიხედვით, ჰაბიბ-ი ნეჯარის მეჩეთი აშენდა 638 წელს, როდესაც ანტაქიას მუსლიმი არაბები მართავდნენ. აღიარებულია, როგორც პირველი მეჩეთი ანატოლიასა და თურქეთის რესპუბლიკაში.მეჩეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, მიწიდან 4 მეტრ სიღრმეზე არის ჰაბიბ-ი ნეჯარისა და შემუნ საფას სამარხები. მეჩეთის ირგვლივ მდებარეობს მედრესეს (რელიგიური სკოლა) სასწავლო შენობა-ნაგებობები.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას უზარმაზარი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 29.605 ადამიანი, 4.500 – სირიაში. დაღუპულებს შორის საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/02/249902946_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_1ca217302e701b763ab01d2a94870e46.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , მიწისძვრა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , მიწისძვრა, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ანატოლიის პირველი მეჩეთი მიწისძვრის შედეგად დაინგრა
22:10 12.02.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) მეჩეთში იყო მუსლიმი მართლების - ჰაბიბ-ი ნეჯარისა და შემუნ საფას სამარხები
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე მეჩეთი ჰაბიბ-ი-ნეჯარი, რომელიც ანატოლიაში პირველ მეჩეთად მიიჩნევა, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაინგრა, იუწყება „რია ნოვოსტი“ ტელეარხ TRT Haber-ზე დაყრდნობით.
„თურქეთის პროვინცია ჰატაიში მდებარე ჰაბიბ-ი-ნეჯარის მეჩეთი, რომელსაც 14 საუკუნის ისტორია აქვს და ანატოლიაში პირველ მეჩეთად ითვლება, მიწისძვრის დროს ჩამოინგრა“, - იტყობინება ტელეარხი.
ღია წყაროების მიხედვით, ჰაბიბ-ი ნეჯარის მეჩეთი აშენდა 638 წელს, როდესაც ანტაქიას მუსლიმი არაბები მართავდნენ. აღიარებულია, როგორც პირველი მეჩეთი ანატოლიასა და თურქეთის რესპუბლიკაში.
მეჩეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, მიწიდან 4 მეტრ სიღრმეზე არის ჰაბიბ-ი ნეჯარისა და შემუნ საფას სამარხები. მეჩეთის ირგვლივ მდებარეობს მედრესეს (რელიგიური სკოლა) სასწავლო შენობა-ნაგებობები.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას უზარმაზარი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაიღუპა 29.605 ადამიანი, 4.500 – სირიაში. დაღუპულებს შორის საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.