წავიდა და არ დაბრუნებულა: რამდენი ადამიანი დაიკარგა უგზო-უკვლოდ 2022 წელს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliასაკიანი ქალი ნიღბით
ასაკიანი ქალი ნიღბით - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
გამოწერა
НовостиTelegram
ყველაზე მეტი ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოში 2022 წელს უგზო-უკვლოდ დაიკარგა 51 ადამიანი, აქედან შვიდი არასრულწლოვანია, შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებული მასალების თანახმად.
უწყებაში განმარტავენ, რომ გასულ წელს 161 განცხადება დაიწერა ახლობლებისა თუ ნათესავების გაუჩინარების შესახებ. ამავდროულად, 110 ადამიანი ცოცხალი და უვნებელი იპოვეს, ცხრა კი გარდაცვლილი. დანარჩენ 51 ადამიანს ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულის სტატუსი აქვს.
მთლიანობაში, 1973 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოში უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 999 ადამიანი. გასულ წელს სამართალდამცავებმა ამ პერიოდში გაუჩინარებული 42 ადამიანი იპოვეს.
ამ დროისთვის ეძებენ 804 მამაკაცსა და 204 ქალს, მათგან 37 პირი 18 წლამდე ასაკისაა. ამასთან, დაკარგულთა 90% საქართველოს მოქალაქეა, ასევე ქვეყანაში ეძებენ თურქეთის, სომხეთის და საუდის არაბეთის თითო მოქალაქეს.
უგზო-უკვლოდ დაკარგულთა უმეტესობა ირიცხება თბილისში, ასევე იმერეთისა და შიდა ქართლის რეგიონებშია. ყველაზე ნაკლებად - გურიასა და აჭარაში.
ყველა ახალი ამბავი
0