შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ „112”-ის თანამშრომლები დააჯილდოვა

© Ministry of Internal Affairs of Georgia112-ის ცენტრი
112-ის ცენტრი - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
გამოწერა
„112“-ის დღე საქართველოში 2009 წლიდან აღინიშნება.
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის თანამშრომლებს მათი პროფესიული დღესასწაული პირადად მიულოცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„112“-ის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მინისტრის მოადგილემ ცენტრის 4 თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის შინაგან საქმეთა მინისტრის მადლობის სიგელით დააჯილდოვა.
„112“-ის დღე 2009 წლიდან აღინიშნება. ევროკომისიამ, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ 11 თებერვალი „112“-ის დღედ გამოაცხადეს. ეს დღე, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, საქართველოშიც აღინიშნება.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0