საქართველოს სასაზღვრო პოლიციას დამატებით სამი ახალი ვერტმფრენი ეყოლება

© Ministry of Internal Affairs of Georgiaხანძრის ჩაქრობა
ხანძრის ჩაქრობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთავრობა სასაზღვრო პოლიციისთვის სამ ახალ ვერტმფრენს შეისყიდის, ნასყიდობის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები საქართველოში გამოიყენება არა მხოლოდ საზღვრების დასაცავად, არამედ ხანძრის ჩასაქრობად და სამაშველო ოპერაციებში. 2022 წელს გუდაურის მთებში პარაპლანერისტის გადარჩენის დროს ერთ-ერთი ვერტმფრენი ჩამოვარდა, ამის გამო ქვეყანაში ვერტმფრენების დეფიციტი შეიქმნა.
© AP Photo / Shakh Aivazovსამხედრო სწავლება Agile Spirit
Военные учения Agile Spirit - грузинские военнослужащие в Вазиани - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
სამხედრო სწავლება Agile Spirit
მთავრობის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გააფორმა ხელშეკრულება ფრანგულ კომპანია Airbus Helicopters-თან 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, რომლებიც სასაზღვრო პოლიციას გადაეცემა.
სამივე ვერტმფრენები თანამედროვე ტექნოლოგიებითა და სპეციალური საშუალებებით იქნება აღჭურვილი.
გარდა ამისა, 2023 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს განაგრძოს სასაზღვრო სექტორების ინფრასტრუქტურის განვითარება, ასევე მესაზღვრეების ტექნიკისა და აღჭურვილობის განახლება.
საქართველოს სახელმწიფო საზღვარი დაყოფილია ზონებად, რომელსაც აკონტროლებს სასაზღვრო პოლიციის ათი ტერიტორიული სამმართველო. მათი საქმიანობა მოიცავს როგორც სახმელეთო საზღვრის დაცვას, ასევე სანაპირო დაცვას.
ყველა ახალი ამბავი
0