https://sputnik-georgia.com/20230210/turqetshi-saqartvelos-kidev-erti-moqalaqe-daigupa-274757380.html
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი მეოთხე ქართველის ცხედარი იპოვეს
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი მეოთხე ქართველის ცხედარი იპოვეს
ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას თურქეთში 18 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T13:48+0400
2023-02-10T13:48+0400
2023-02-10T17:20+0400
საქართველო
თურქეთი
საზოგადოება
მიწისძვრა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274678235_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_d18bef4987719bd09af363db69f50ac3.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.მაშველებმა ცხედარი ქალაქ ისქენდერუნში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს. თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.ბოლო ცნობებით, მიწისძვრას თურქეთში მთლიანობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა.თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ამ დღეებში ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. გარდა ამისა, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოყო. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 18.342 და დაშავდა 74.242 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274678235_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_31362547b5e51535ee547eb0daa048eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საზოგადოება, მიწისძვრა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საზოგადოება, მიწისძვრა, ახალი ამბები
თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი მეოთხე ქართველის ცხედარი იპოვეს
13:48 10.02.2023 (განახლებულია: 17:20 10.02.2023) ბოლო ინფორმაციით, მიწისძვრას თურქეთში 18 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილი საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე იპოვეს, იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
მაშველებმა ცხედარი ქალაქ ისქენდერუნში მიმდინარე სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს აღმოაჩინეს. თურქეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ცხედარი პროზექტურაშია გადასვენებული.
ბოლო ცნობებით, მიწისძვრას თურქეთში მთლიანობაში საქართველოს ოთხი მოქალაქე ემსხვერპლა.
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ამ დღეებში ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს.
გარდა ამისა, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით საქართველოს მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან ერთი მილიონი ლარი გამოყო.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 18.342 და დაშავდა 74.242 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.