https://sputnik-georgia.com/20230210/tbilisshi-msoplio-energetikuli-porumi-2026-wels-gaimarteba-274746878.html
თბილისში 2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება
თბილისში 2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება
Sputnik საქართველო
ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T11:15+0400
2023-02-10T11:15+0400
2023-02-10T16:11+0400
საქართველო
საქართველოს ენერგეტიკა
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809984_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_81fa3a0c8173dd2f68ce58a7c4097e2d.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. 2026 წელს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში თბილისს ათასზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, მსოფლიო მასშტაბის ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის თბილისში ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკული გაერთიანებების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში.საქართველოს პრემიერმა ენერგეტიკის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა>>>ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER) ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება.სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA). წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1a/269809984_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_b83cd098fa5e79ece86aaf4109df53c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ენერგეტიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში 2026 წელს მსოფლიო ენერგეტიკული ფორუმი გაიმართება
11:15 10.02.2023 (განახლებულია: 16:11 10.02.2023) ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. 2026 წელს ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმის ფარგლებში თბილისს ათასზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ეწვევა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (GNERC) ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მსოფლიო მასშტაბის ენერგეტიკის სექტორის უმსხვილესი ფორუმის თბილისში ჩატარებას ევროპისა და სხვადასხვა ქვეყნის წამყვანმა ენერგეტიკულმა ორგანიზაციებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ენერგეტიკული გაერთიანებების, ასოციაციების წევრი ქვეყნები, სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკული და დონორი ორგანიზაციების პირველი პირები.
ფორუმზე იმსჯელებენ მსოფლიო მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე, საინვესტიციო საკითხებსა და განახლებადი ენერგიების როლზე მდგრადი ენერგეტიკის განვითარებაში.
ფორუმზე ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალი და საინვესტიციო გარემო.
ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის ეგიდით (ICER) ენერგეტიკის რეგულირების მსოფლიო ფორუმი 2000 წლიდან ყოველ 3 წელიწადში ერთხელ იმართება.
სხვადასხვა ორგანიზაციასთან ერთად ICER-ის წევრები არიან: ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭო (CEER), აშშ-ის კომუნალური სამსახურების მარეგულირებელი კომისიების ასოციაცია (NARUC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).
წინა წლებში ფორუმის მასპინძელი ქვეყნები იყვნენ: აშშ, იტალია, საბერძნეთი, კანადა, თურქეთი, მექსიკა.