https://sputnik-georgia.com/20230210/shss-ar-adasturebs-qvesheti-kobis-gvirbshi-mushebis-gardacvalebas-274762966.html
შსს არ ადასტურებს ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას მუშების გარდაცვალებას
შსს არ ადასტურებს ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას მუშების გარდაცვალებას
Sputnik საქართველო
აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T17:21+0400
2023-02-10T17:21+0400
2023-02-10T22:01+0400
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259873772_0:162:3078:1893_1920x0_80_0_0_e931d4a95634fb24b61015983295e288.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეშეთი–კობის გვირაბში სამშენებლო სამუშაოების დროს მხუთავი აირის გავრცელების შედეგად გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა.კერძოდ, საუბარია სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სტატიის ავტორი გუშინ დაუკავშირდა უწყებას, სადაც მას აცნობეს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.მიუხედავად ამისა, „მთის ამბებში" გამოქვეყნდა სტატია ქვეშეთი–კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.ასევე დაგეგმილია ხუთი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259873772_270:0:3001:2048_1920x0_80_0_0_634f5bf78cc2676b9da07090638d1358.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , საზოგადოება, ახალი ამბები
შსს არ ადასტურებს ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისას მუშების გარდაცვალებას
17:21 10.02.2023 (განახლებულია: 22:01 10.02.2023) აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეშეთი–კობის გვირაბში სამშენებლო სამუშაოების დროს მხუთავი აირის გავრცელების შედეგად გარდაიცვალა და დაშავდა რამდენიმე მუშა.
კერძოდ, საუბარია სააგენტო „მთის ამბების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სტატიის ავტორი გუშინ დაუკავშირდა უწყებას, სადაც მას აცნობეს, რომ მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
მიუხედავად ამისა, „მთის ამბებში" გამოქვეყნდა სტატია ქვეშეთი–კობის გვირაბში მხუთავი აირის შედეგად მუშების დაღუპვისა და დაშავების შესახებ.
აღნიშნული ფაქტი არ დაადასტურა არც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდენს რეაგირებას, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ქვეშეთი–კობის მონაკვეთი თბილისი–სტეფანწმინდის გზის გუდაური–კობის მონაკვეთის შემოვლითი გზაა, სადაც ზამთარში ხშირად იქმნება ზვავსაშიშროება. ამის გამო გზა ხშირად იკეტება. გვირაბის მშენებლობა ე.წ. საქართველოს სამხედრო გზაზე, რომელიც საქართველოსა და რუსეთს აკავშირებს, დაეხმარება სომეხ გადამზიდავებსაც, რომლებსაც „ზემო ლარსის" საკონტროლო-გამშვები პუნქტისკენ გზაზე ხანდახან რამდენიმე დღე უწევთ „საცობში" დგომა.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის 23-კილომეტრიანი გზის, ხუთი ხიდის მშენებლობა და ერთი ხიდის რეაბილიტაცია.
ასევე დაგეგმილია ხუთი გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, საქართველოში ყველაზე დიდი, 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის მშენებლობა ჯვრის უღელტეხილის ქვეშ, რომელიც მსოფლიოს უნიკალურ გვირაბებს შორის მოხვდება.