https://sputnik-georgia.com/20230210/premierma-saxelmwifo-ministrtan-ertad-konfliqtebis-msvidobiani-mogvareba-ganixila-274746555.html
პრემიერმა სახელმწიფო მინისტრთან ერთად კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემა განიხილა
პრემიერმა სახელმწიფო მინისტრთან ერთად კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემა განიხილა
Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება აპირებს გაააქტიუროს ძალისხმევა არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების... 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T08:30+0400
2023-02-10T08:30+0400
2023-02-10T15:31+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274745756_0:86:1601:986_1920x0_80_0_0_3d476767b579044205dc761db9f9251e.jpg
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გადახედავს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და ამასთან ერთად შეინარჩუნებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპს, ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყდა ქართული მხარის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო.ახალი სტრატეგიის შემუშავებამდე და დამტკიცებამდე გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში უკვე ამოქმედებული და ახლად შემუშავებული მექანიზმების განხორციელება.კერძოდ, 2023 წელს გააქტიურდება ძალისხმევა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მეტად განვითარების მიზნით, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში მოქმედი უნიკალური ინსტრუმენტის – „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის” მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ოპერირებს. ფონდის მიერ ამ დრომდე უკვე დაფინანსდა 75 ერთობლივი ბიზნეს-პროექტი.„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” – საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მხარეების დაახლოებას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას.საქართველოს ხელისუფლება ასევე არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰპირდება ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე წვდომას, არსებული საშეღავათო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და შემდგომი დახვეწის გზით.ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო >>გაგრძელდება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და არსებულ საჭიროებებზე რეაგირება – ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამისი პროგრამების განხორციელების გზით.ხელისუფლება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად გააგრძელებს საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სამუშაოებს და ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლს გაზრდის. ამ კუთხით ეტაპობრივად გაიზრდება პროგრამის განხორციელებაში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლი და მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად გაგრძელდება სამშვიდობო პროცესში ქალთა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ჩართულობისა და როლის გაძლიერება.წყარო - მთავრობის პრეს-სამსახურის ვებ-გვერდი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274745756_86:0:1513:1070_1920x0_80_0_0_d89b526c8919e72a0e2ea90672a29f91.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პრემიერმა სახელმწიფო მინისტრთან ერთად კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თემა განიხილა
08:30 10.02.2023 (განახლებულია: 15:31 10.02.2023) საქართველოს ხელისუფლება აპირებს გაააქტიუროს ძალისხმევა არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების კუთხით.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება გადახედავს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას და ამასთან ერთად შეინარჩუნებს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პრინციპს, ნათქვამია პრეს-რელიზში, რომელიც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა.
რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გაწყდა ქართული მხარის ინიციატივით, მას შემდეგ, რაც მოსკოვმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა ცნო.
„საგულისხმოა, რომ რეგიონში მკვეთრად შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, აღნიშნული პროცესი (პოლიტიკის გადახედვის) არსებითად უკავშირდება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთიანი სამთავრობო მიდგომის ფარგლებში თემატურად დაკავშირებული დოკუმენტების ახალ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიმდინარეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალი სტრატეგიის შემუშავებამდე და დამტკიცებამდე გაგრძელდება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში უკვე ამოქმედებული და ახლად შემუშავებული მექანიზმების განხორციელება.
კერძოდ, 2023 წელს გააქტიურდება ძალისხმევა გამყოფი ხაზების ორივე მხარეს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების მეტად განვითარების მიზნით, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” ფარგლებში მოქმედი უნიკალური ინსტრუმენტის – „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის” მეშვეობით, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების ფინანსური მხარდაჭერით ოპერირებს. ფონდის მიერ ამ დრომდე უკვე დაფინანსდა 75 ერთობლივი ბიზნეს-პროექტი.
„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” – საქართველოს მთავრობის ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს კონფლიქტის მხარეების დაახლოებას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას.
საქართველოს ხელისუფლება ასევე არაკონტროლირებად ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს ჰპირდება ხარისხიანი განათლების ყველა საფეხურზე წვდომას, არსებული საშეღავათო პროგრამების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და შემდგომი დახვეწის გზით.
გაგრძელდება გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის მხარდაჭერა და არსებულ საჭიროებებზე რეაგირება – ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური, სასოფლო-სამეურნეო, საგანმანათლებლო და სხვა შესაბამისი პროგრამების განხორციელების გზით.
ხელისუფლება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად გააგრძელებს საქართველოში 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების სამუშაოებს და ამ მიმართულებით სახელმწიფოს როლს გაზრდის. ამ კუთხით ეტაპობრივად გაიზრდება პროგრამის განხორციელებაში ჩართული შესაბამისი სახელმწიფო უწყებების როლი და მნიშვნელობა, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა.
შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ინკლუზიური პროცესის უზრუნველსაყოფად გაგრძელდება სამშვიდობო პროცესში ქალთა და ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ჩართულობისა და როლის გაძლიერება.