https://sputnik-georgia.com/20230201/jenevis-molaparakebebis-morigi-raundi-aprilistvis-gadaido-274451907.html
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო
Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული. 01.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-01T13:39+0400
2023-02-01T13:39+0400
2023-02-01T19:29+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252445401_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_8ec9d24739a94ad4afb3005cc692153f.jpg
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2023 წლის აპრილში გაიმართება, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა.ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.ამასთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 2023 წლის თებერვალში უნდა გამართულიყო, აპრილის დასაწყისში გაიმართება.როგორი იქნება ქართულ-რუსული ურთიერთობები 2023 წელს? ექსპერტთა მოსაზრებები>>>„თანათავმჯდომარეები ადასტურებენ კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ყველა მონაწილესთან, როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/1c/252445401_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_17173cce6b73943082d39ebb900ed2ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი აპრილისთვის გადაიდო
13:39 01.02.2023 (განახლებულია: 19:29 01.02.2023) საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული.
თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2023 წლის აპრილში გაიმართება, განაცხადა ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა.
ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. შეხვედრებში მონაწილეობენ საქართველოს, რუსეთის, აშშ-ის, ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს, აგრეთვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ჩვენ მოგვიწია ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდის გადადება, თუმცა, ჩართულობისთვის მზად ვართ“, – დაწერა ტვიტერზე კლაარმა.
ამასთან, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, რომელიც 2023 წლის თებერვალში უნდა გამართულიყო, აპრილის დასაწყისში გაიმართება.
„თანათავმჯდომარეები ადასტურებენ კონსულტაციებში ჩართულობის მზადყოფნას ყველა მონაწილესთან, როგორც ზოგადად პროცესთან, ისე კონკრეტულად მომავალ შეხვედრასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
2008 წლის აგვისტოში თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის დისკუსიებისა და პრაღის რეგულარული შეხვედრების ფარგლებშია შენარჩუნებული, რომლებსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეცწარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის დუმის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი მართავენ.