https://sputnik-georgia.com/20230210/eqsperti-saqartveloshyi-sursatis-magal-fasebze-komentars-aketebs-274747464.html
გარიგება გამორიცხული არ არის - ექსპერტი საქართველოში სურსათის მაღალ ფასებზე
გარიგება გამორიცხული არ არის - ექსპერტი საქართველოში სურსათის მაღალ ფასებზე
Sputnik საქართველო
მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების მონიტორინგს იწყებს. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T12:45+0400
2023-02-10T12:45+0400
2023-02-10T16:42+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_0:0:3110:1750_1920x0_80_0_0_05ce026e73b4c6c9550b5f3426e41910.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სურსათსა და სხვა საქონელზე დაუსაბუთებლად მაღალი ფასები ექსპორტიორებს შორის შესაძლო გარიგების ეჭვებს აჩენს, განაცხადა ანალიტიკური ცენტრი Geocase-ის ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.სურსათის ბაზარზე ფასების პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე (ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, მცენარეული ზეთი, მაკარონი და სხვ.) ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100%-ს აღწევს. კონკურენციის სააგენტომ პრემიერ ღარიბაშვილის დავალებით სურსათის ბაზარზე ფასების კვლევა ჩაატარა.მისი თქმით, თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეუძლებელია ასეთი დოზით ფასნამატის დაწესება. „ეს არის გამოსაკვლევი“, – აღნიშნა ექსპერტმა.საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველადი კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მათ აღმაშფოთებელი უწოდა. მან ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა დაუყოვნებლივ სამუშაო ჯგუფის შექმნა, ყველა მსხვილი იმპორტიორის დაბარება, საკითხის შესწავლა და სათანადო რეაგირება. წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 9,4% შეადგინა სამიზნე 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან პირველად, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 10%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.ერთ წელიწადში ბოსტნეულის ფასი გაიზარდა 26,5%-ით, პურისა და პურპროდუქტების – 22,8%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის – 16,7%-ით, ხორცისა და ხორცპროდუქტების – 8,7%-ით, ზეთისა და ცხიმის – 4,7%-ით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/18/268818254_212:0:2943:2048_1920x0_80_0_0_23246f0b9f4153a5ba5dcc8229cade38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
გარიგება გამორიცხული არ არის - ექსპერტი საქართველოში სურსათის მაღალ ფასებზე
12:45 10.02.2023 (განახლებულია: 16:42 10.02.2023) მთავრობის ეკონომიკური გუნდი ძირითადი სასურსათო პროდუქტების ფასების მონიტორინგს იწყებს.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. სურსათსა და სხვა საქონელზე დაუსაბუთებლად მაღალი ფასები ექსპორტიორებს შორის შესაძლო გარიგების ეჭვებს აჩენს, განაცხადა ანალიტიკური ცენტრი Geocase-ის ეკონომიკური მიმართულების დირექტორმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
სურსათის ბაზარზე ფასების პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ პირველადი მოხმარების პროდუქტებზე (ბრინჯი, წიწიბურა, ხორბლის ფქვილი, რძე, მცენარეული ზეთი, მაკარონი და სხვ.) ფასნამატი ზოგიერთ შემთხვევაში 100%-ს აღწევს. კონკურენციის სააგენტომ პრემიერ ღარიბაშვილის დავალებით სურსათის ბაზარზე ფასების კვლევა ჩაატარა.
„როდესაც ფიქსირდება განსაკუთრებულად მაღალი ფასი, რომელიც საბაზრო ფასიდან გამომდინარე არარეალურია, ხშირად ჩნდება გონივრული ეჭვი, რაიმე ტიპის გარიგებას ხომ არ აქვს ადგილი იმპორტიორებს შორის“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
მისი თქმით, თავისუფალი კონკურენციის პირობებში შეუძლებელია ასეთი დოზით ფასნამატის დაწესება. „ეს არის გამოსაკვლევი“, – აღნიშნა ექსპერტმა.
საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველადი კვლევის შედეგების გაცნობის შემდეგ მათ აღმაშფოთებელი უწოდა. მან ეკონომიკის, ფინანსთა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს დაავალა დაუყოვნებლივ სამუშაო ჯგუფის შექმნა, ყველა მსხვილი იმპორტიორის დაბარება, საკითხის შესწავლა და სათანადო რეაგირება.
წლიურმა ინფლაციამ საქართველოში 9,4% შეადგინა სამიზნე 3%-იანი მაჩვენებლის პირობებში. ამასთან, 2021 წლის ივლისიდან პირველად, 2022 წლის დეკემბერში წლიური ინფლაციის დონე 10%-ზე ქვემოთ ჩამოვიდა.
ერთ წელიწადში ბოსტნეულის ფასი გაიზარდა 26,5%-ით, პურისა და პურპროდუქტების – 22,8%-ით, რძის, ყველისა და კვერცხის – 16,7%-ით, ხორცისა და ხორცპროდუქტების – 8,7%-ით, ზეთისა და ცხიმის – 4,7%-ით.