https://sputnik-georgia.com/20230210/-------274767391.html
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები კაკულიები დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ძმები კაკულიები დამნაშავედ ცნო
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი კანონიერი ქურდის „დათო ტბილისკის" შვილებს - გუგა და დავით კაკულიებს 9-9 წლით... 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T18:35+0400
2023-02-10T18:35+0400
2023-02-10T22:14+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_c708abbe555ee74450a5c4ce5fc95a50.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი კანონიერი ქურდის „დათო ტბილისკის" შვილებს - გუგა და დავით კაკულიებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.კაკულიებს ბრალი ედებოდათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტებზე.სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის მცდელობის ბრალდება გადააკვალიფიცირა და ძმები სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება კაკულიების ბრალეულობის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში და საზღვრის უკანონო კვეთაში.დააკავეს ძმები კაკულიები, რომლებიც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო ფიგურანტები არიან>>>სამართლდამცველებმა ძმები კაკულიები 2022 წლის 30 მაისს დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ 27 მაისს არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.ამასთან, ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.კიდევ ერთი საქმეძმების დაკავების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ცნო და მათ განაჩენი უკვე გამოუტანა.ძმები „კრიმინალური ავტორიტეტის“, მეტსახელად „დათო ტბილისკის“ შვილები არიან, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ მოსკოვში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.ერთ-ერთი ვერსიით, მაშინ დათო ტბილისკი სწორედ ნიკა კვარაცხელიას მამამ, ე.წ. კანონიერმა ქურდმა გია კვარაცხელიამ ააფეთქა, ხოლო დავით და გუგა კაკულიებმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა შურისძიების მიზნით შეუკვეთეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24529/75/245297529_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_44eec6e4d4593f47a908e97efccd7a95.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, ახალი ამბები
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ გარდაცვლილი კანონიერი ქურდის „დათო ტბილისკის" შვილებს - გუგა და დავით კაკულიებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
კაკულიებს ბრალი ედებოდათ ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენის, შენახვის, ტარების, ასევე საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტებზე.
სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის მცდელობის ბრალდება გადააკვალიფიცირა და ძმები სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ცნო დამნაშავედ. ამასთან, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მოსაზრება კაკულიების ბრალეულობის შესახებ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში და საზღვრის უკანონო კვეთაში.
სამართლდამცველებმა ძმები კაკულიები 2022 წლის 30 მაისს დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 27 მაისს არაყიშვილისა და ფალიაშვილის ქუჩების კვეთაზე ბრალდებულებმა ჯგუფურად, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთ პირს მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს.
ამასთან, ადგილზე მყოფმა ერთ-ერთმა პირმა ფეხის არეში დაზიანება მიიღო.
გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მართლსაწინააღმდეგოდ, ჯგუფურად შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ მათ მიერ ნაქირავებ ბინაში.
ძმების დაკავების შემდეგ პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.
მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ცნო და მათ განაჩენი უკვე გამოუტანა.
ძმები „კრიმინალური ავტორიტეტის“, მეტსახელად „დათო ტბილისკის“ შვილები არიან, რომელიც დაახლოებით 20 წლის წინ მოსკოვში საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს.
ერთ-ერთი ვერსიით, მაშინ დათო ტბილისკი სწორედ ნიკა კვარაცხელიას მამამ, ე.წ. კანონიერმა ქურდმა გია კვარაცხელიამ ააფეთქა, ხოლო დავით და გუგა კაკულიებმა ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა შურისძიების მიზნით შეუკვეთეს.