დააკავეს ძმები კაკულიები, რომლებიც ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო ფიგურანტები არიან

© photo: Sputnik / Mikhail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2022
გამოწერა
დავით და გუგა კაკულიები დღეს, დილით ორთაჭალაში დააკავეს.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით სამართალდამცველებმა ამ დილით ორთაჭალაში ძმები დავით და გუგა კაკულიები დააკავეს.
არაოფიციალური ინფორმაციით, ისინი, შესაძლოა, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ფიგურირებდნენ. მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე 2021 წლის 15 სექტემბერს მოხდა. მკვლელობაში დამნაშავედ სასამართლომ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ცნო და მათ განაჩენი გამოუტანა.
ძმები „კრიმინალური ავტორიტეტის“, მეტსახელად დათო ტბილისკის შვილები არიან, რომელიც მოსკოვში საკუთარ ავტომობილში დაახლოებით 20 წლის წინ ააფეთქეს.
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შეიძლება გაიზარდოს: პროკურორი>>
ერთ-ერთი ვერსიით, მაშინ დათო ტბილისკი სწორედ ნიკა კვარაცხელიას მამამ, ე.წ. კანონიერმა ქურდმა გია კვარაცხელიამ ააფეთქა. დავით და გუგა კაკულიებმა კი ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა შურისძიების მიზნით შეუკვეთეს.
მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ძმები ასევე ფიგურირებენ რამდენიმე დღის წინ თბილისში, არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარი სროლის საქმეში.
შსს-ს დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ჯერ საკუთარი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
ყველა ახალი ამბავი
0