https://sputnik-georgia.com/20230209/yvela-saxelmwifo-skola-ganaxldeba-274724292.html
სამი წლის განმავლობაში ყველა სახელმწიფო სკოლა განახლდება
სამი წლის განმავლობაში ყველა სახელმწიფო სკოლა განახლდება
Sputnik საქართველო
სკოლების რემონტისა და მშენებლობისთვის 1 მილიარდი ლარი გამოიყოფა. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T14:09+0400
2023-02-09T14:09+0400
2023-02-09T18:51+0400
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
მიხეილ ჩხენკელი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865104_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_789a6785b43c9552cef0ba90822906ac.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ყველა სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა 2026 წლის ბოლოსთვის მწყობრში იქნება. ამის შესახებ ითქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან.შეხვედრაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2023 წელს დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის დანერგვის დინამიკას. მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ პროგრამისა და პროექტის შესახებ, რომლებიც წელს არის დაგეგმილი, განაცხადეს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურში.აღინიშნა უპრეცედენტო პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის რემონტსა და მშენებლობას. პროექტის ღირებულებაა 1 მლრდ ლარი.პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. პირველ ეტაპზე, 2022 წელს სააგენტომ 320 სკოლის რემონტსა და 80 სკოლის მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. შეირჩა ის სკოლები, რომლებსაც რემონტი ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.პროექტის შემდეგ ეტაპზე იგეგმება დანარჩენი 400 სკოლის რემონტი 2024-2026 წლებში.ამ პროექტის განხორციელების წყალობით ახალი საგანმანათლებლო რესურსებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.საქართველოში სულ 2.302 სკოლაა, საიდანაც 2.086 სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს.„საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“„საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“ – ესაა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმა. სტრატეგია არის გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მთავრობის ერთიანი ხედვას და აერთიანებს სტაბილური განვითარების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას.სტრატეგია განსაზღვრავს თითოეულ სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის მიზნებსა და ამოცანებს. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება.დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტებს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865104_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_7bee6c9c161309c7e3f15f38461162bc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო , მიხეილ ჩხენკელი, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოება
სამი წლის განმავლობაში ყველა სახელმწიფო სკოლა განახლდება
14:09 09.02.2023 (განახლებულია: 18:51 09.02.2023) სკოლების რემონტისა და მშენებლობისთვის 1 მილიარდი ლარი გამოიყოფა.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ყველა სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ინფრასტრუქტურა 2026 წლის ბოლოსთვის მწყობრში იქნება. ამის შესახებ ითქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრისას განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან.
შეხვედრაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში 2023 წელს დაგეგმილი პროექტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“-ის დანერგვის დინამიკას. მინისტრმა და მისმა მოადგილეებმა პრემიერს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ყველა იმ პროგრამისა და პროექტის შესახებ, რომლებიც წელს არის დაგეგმილი, განაცხადეს მთავრობის მეთაურის პრეს-სამსახურში.
აღინიშნა უპრეცედენტო პროექტის მნიშვნელობა, რომელიც ითვალისწინებს 800 სკოლის რემონტსა და მშენებლობას. პროექტის ღირებულებაა 1 მლრდ ლარი.
პროექტს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო. პირველ ეტაპზე, 2022 წელს სააგენტომ 320 სკოლის რემონტსა და 80 სკოლის მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა. შეირჩა ის სკოლები, რომლებსაც რემონტი ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა.
პროექტის შემდეგ ეტაპზე იგეგმება დანარჩენი 400 სკოლის რემონტი 2024-2026 წლებში.
ამ პროექტის განხორციელების წყალობით ახალი საგანმანათლებლო რესურსებითა და განახლებული ინფრასტრუქტურით 230 ათასზე მეტი მოსწავლე ისარგებლებს.
საქართველოში სულ 2.302 სკოლაა, საიდანაც 2.086 სახელმწიფოს დაქვემდებარებაშია. სკოლებში 633,3 ათასი მოსწავლე ირიცხება, აქედან 569,6 ათასი სახელმწიფო სკოლებში სწავლობს.
„საქართველოს განვითარების სტრატეგია – ხედვა 2030“
„საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030“ – ესაა საქართველოს განვითარების ათწლიანი გეგმა. სტრატეგია არის გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს მთავრობის ერთიანი ხედვას და აერთიანებს სტაბილური განვითარების ყველა პრიორიტეტულ მიმართულებას.
სტრატეგია განსაზღვრავს თითოეულ სექტორში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების გადაჭრის მიზნებსა და ამოცანებს. დასახული მიზნებისა და ამოცანების შესრულებას მონიტორინგს გაუწევს ქვეყნის განვითარებისა და რეფორმების უწყებათშორისი საბჭო, რომელსაც პრემიერი ხელმძღვანელობს.
სტრატეგიის მიხედვით, 2030 წლისთვის მთავრობა განახორციელებს რეფორმებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, სტაბილურობისა და უსაფრთხოების განმტკიცება, კარგი მმართველობა, მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებათა დაცვის გაუმჯობესება.
დოკუმენტი ეფუძნება საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპებს და გაეროს 2030 წლის დღის წესრიგის პრიორიტეტებს.