https://sputnik-georgia.com/20230209/turqetsi-darupulta-raodenoba-15-atass-uaxlovdeba-274729276.html
ბოლო ცნობები თურქეთიდან: დაღუპულთა რაოდენობა 15 ათასს უახლოვდება - ვიდეო
ბოლო ცნობები თურქეთიდან: დაღუპულთა რაოდენობა 15 ათასს უახლოვდება - ვიდეო
Sputnik საქართველო
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრებით დაღუპულთა რაოდენობა კვლავ იზრდება, იუწყება Sputnik–თურქეთი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ... 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T16:11+0400
2023-02-09T16:11+0400
2023-07-20T15:49+0400
მსოფლიო დღეს
თურქეთი
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274595956_0:194:3073:1922_1920x0_80_0_0_042213b7a30cd0357363aa2e90c92610.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრებით დაღუპულთა რაოდენობა კვლავ იზრდება, იუწყება Sputnik–თურქეთი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქთაიზე დაყრდნობით.მისი თქმით, „საუკუნის კატასტროფად“ შეფასებული მიწისძვრების მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისათვის 14.351 ადამიანს შეადგენს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 63.793 კაცს მიაღწია.ქვეყანაში კვლავ გრძელდება მიწისძვრით განადგურებული შენობების ნანგრევებში ადამიანების ძებნა. მაშველები კატასტროფიდან მესამე დღეს კვლავაც პოულობენ ცოცხლად გადარჩენილებს.სამაშველო ოპერაციაში, თურქეთის გარდა, 11 ქვეყნის მაშველები მონაწილეობენ. როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ამბობენ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 110 ათასი სპეციალისტია ჩართული.ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებს სპეციალიზებული ტექნიკა არ ჰყოფნით, რის გამოც პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გაზიანტეპში ვიზიტისას ადგილობრივების უკმაყოფილებას გადააწყდა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274595956_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_f980ce3588a924f6a9107809f3216347.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ბოლო ცნობები თურქეთიდან: დაღუპულთა რაოდენობა 15 ათასს უახლოვდება - ვიდეო
16:11 09.02.2023 (განახლებულია: 15:49 20.07.2023) თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრებით დაღუპულთა რაოდენობა კვლავ იზრდება, იუწყება
Sputnik–თურქეთი ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ფუატ ოქთაიზე დაყრდნობით.
მისი თქმით, „საუკუნის კატასტროფად“ შეფასებული მიწისძვრების მსხვერპლთა რაოდენობა ამ დროისათვის 14.351 ადამიანს შეადგენს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 63.793 კაცს მიაღწია.
ქვეყანაში კვლავ გრძელდება მიწისძვრით განადგურებული შენობების ნანგრევებში ადამიანების ძებნა. მაშველები კატასტროფიდან მესამე დღეს კვლავაც პოულობენ ცოცხლად გადარჩენილებს.
სამაშველო ოპერაციაში, თურქეთის გარდა, 11 ქვეყნის მაშველები მონაწილეობენ. როგორც ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ამბობენ, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში 110 ათასი სპეციალისტია ჩართული.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაშველებს სპეციალიზებული ტექნიკა არ ჰყოფნით, რის გამოც პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი გაზიანტეპში ვიზიტისას ადგილობრივების უკმაყოფილებას გადააწყდა.