https://sputnik-georgia.com/20230209/turqetshi-saqartvelos-or-moqalaqes-ezeben-274724156.html
თურქეთში ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს ორ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ
თურქეთში ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს ორ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ
Sputnik საქართველო
თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ უცნობია. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T13:51+0400
2023-02-09T13:51+0400
2023-02-13T15:11+0400
საქართველო
თურქეთი
საზოგადოება
ახალი ამბები
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274754046_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_6c4f22e24bdc43776c155848c762f99e.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების ნანგრევებში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ, განაცხადა საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.მისი თქმით, საქართველოს საელჩოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100 ქართველი მეხანძრე მაშველი.ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა 15.383 და დაშავდა 62.937 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274754046_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_1eca463e06210cad526b8d514326c15e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები, შემთხვევები
საქართველო, თურქეთი , საზოგადოება, ახალი ამბები, შემთხვევები
თურქეთში ნანგრევებში მოყოლილ საქართველოს ორ მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ
13:51 09.02.2023 (განახლებულია: 15:11 13.02.2023) თურქეთში საქართველოს ორი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია ჯერ ისევ უცნობია.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული შენობების ნანგრევებში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ, განაცხადა საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ.
მისი თქმით, საქართველოს საელჩოში შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში ჩართულია 100 ქართველი მეხანძრე მაშველი.
„დავადგინეთ 100-ზე მეტი მოქალაქის ადგილსამყოფელი, ვინც დაკარგული იყო, და ახლა რჩება ორი მოქალაქე, რომლებიც ნანგრევებშია მოყოლილი. ეს არის ყველაზე მძიმე ვითარება ჩვენთვის. უკვე მესამე დღე დაიწყო, რაც ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს“, – განაცხადა ჯანჯღავამ.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში დაიღუპა 15.383 და დაშავდა 62.937 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.