https://sputnik-georgia.com/20230209/turqetidan-saqartvelos-moqalaqe-gadmoasvenes-274728720.html
თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს
თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს
Sputnik საქართველო
თურქეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T17:04+0400
2023-02-09T17:04+0400
2023-02-13T15:23+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
საზოგადოება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761443_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_8ee97f88fe8ee6b4c9c129dfcf5f104e.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ამ ეტაპზე თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის ერთი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად თურქეთში საქართველოს საელჩო კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD).საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, ორ მოქალაქესთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაზიანთეპსა და ისქანდერუნში.თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველია ჩართული.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 15.383 და დაშავდა 62.937 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761443_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_37f8d25d96de0841b28c9d5811a6d928.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, საზოგადოება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, საზოგადოება, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , ახალი ამბები
თურქეთში დაღუპული საქართველოს ერთი მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს
17:04 09.02.2023 (განახლებულია: 15:23 13.02.2023) თურქეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზეა სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. ამ ეტაპზე თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის ერთი მოქალაქე უკვე გადმოსვენებულია საქართველოში. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად თურქეთში საქართველოს საელჩო კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას. დიპლომატიური წარმომადგენლობა მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD).
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, ორ მოქალაქესთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გაზიანთეპსა და ისქანდერუნში.
თურქეთში სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველია ჩართული.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 15.383 და დაშავდა 62.937 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.