https://sputnik-georgia.com/20230209/preparati-diprospani-gayidvidan-amoiges-274728525.html
პრეპარატი „დიპროსპანი“ სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს
პრეპარატი „დიპროსპანი“ სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს
Sputnik საქართველო
პრეპარატის წარმოების პროცესში დაფიქსირდა უჟანგავი ფოლადის ნაწილაკებით პოტენციური დაბინძურება. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T16:47+0400
2023-02-09T16:47+0400
2023-02-09T21:17+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_0:0:3543:1993_1920x0_80_0_0_b8e271e6f99085f39f5c95c71c322b86.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პრეპარატი Diprospan ბაზრიდან გამოითხოვა, ნათქვამია სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.პრეპარატ „დიპროსპანზე“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა იმ პაციენტებში, რომელთაც სახსრები აწუხებთ. პრეპარატის სახსარშიდა შეყვანა ხსნის ტკივილს და სახსრების მოძრაობის შეზღუდვას რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართროზის დროს.საუბარია პრეპარატზე, რომელსაც აწარმოებს ფარმაცევტული კომპანია Schering-Plough Labo N.V.ქსელიდან ამოღების გადაწყვეტილება სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალურმა სააგენტომ პრეპარატის უკვე გამოშვებულ ოთხ პარტიაში წამლის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევები დააფიქსირა.ღარიბაშვილი: მოსახლეობა მედიკამენტებზე 200 მლნ ლარამდე დაზოგავს>>>კერძოდ, წარმოების პროცესში დაფიქსირდა უჟანგავი ფოლადის ნაწილაკებით პოტენციური დაბინძურება.მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების შესახებ.საქართველოს მარეგულირებელი სააგენტოს გადაწყვეტილებით, მწარმოებლის მხრიდან პრობლემის გამოსწორებამდე ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტიორები და დისტრიბუტორები ვალდებული არიან შეაჩერონ პრეპარატის რეალიზაცია, გამოითხოვონ იგი ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ რეგულირების სააგენტოს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364406_216:0:2947:2048_1920x0_80_0_0_0d72ed4b18681188ae932205860b0057.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
პრეპარატი „დიპროსპანი“ სავაჭრო ქსელიდან ამოიღეს
16:47 09.02.2023 (განახლებულია: 21:17 09.02.2023) პრეპარატის წარმოების პროცესში დაფიქსირდა უჟანგავი ფოლადის ნაწილაკებით პოტენციური დაბინძურება.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ პრეპარატი Diprospan ბაზრიდან გამოითხოვა, ნათქვამია სააგენტოს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრეპარატ „დიპროსპანზე“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მოთხოვნაა იმ პაციენტებში, რომელთაც სახსრები აწუხებთ. პრეპარატის სახსარშიდა შეყვანა ხსნის ტკივილს და სახსრების მოძრაობის შეზღუდვას რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართროზის დროს.
საუბარია პრეპარატზე, რომელსაც აწარმოებს ფარმაცევტული კომპანია Schering-Plough Labo N.V.
ქსელიდან ამოღების გადაწყვეტილება სააგენტომ მას შემდეგ მიიღო, რაც ბელგიის მედიკამენტებისა და ჯანმრთელობის პროდუქტების ფედერალურმა სააგენტომ პრეპარატის უკვე გამოშვებულ ოთხ პარტიაში წამლის ხარისხთან დაკავშირებით დარღვევები დააფიქსირა.
კერძოდ, წარმოების პროცესში დაფიქსირდა უჟანგავი ფოლადის ნაწილაკებით პოტენციური დაბინძურება.
მწარმოებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არ ყოფილა შეტყობინებები მყარ ნაწილაკებთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციების შესახებ.
საქართველოს მარეგულირებელი სააგენტოს გადაწყვეტილებით, მწარმოებლის მხრიდან პრობლემის გამოსწორებამდე ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტიორები და დისტრიბუტორები ვალდებული არიან შეაჩერონ პრეპარატის რეალიზაცია, გამოითხოვონ იგი ბაზრიდან და გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია წარუდგინონ რეგულირების სააგენტოს.