მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სკანდალი დასრულდა? ცნობილია მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული ბავშვების მდგომარეობა

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. მსოფლიოში პირველი გენმოდიფიცირებული ბავშვები ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ მშობლებთან ერთად, განუცხადა გამოცემა South China Morning Post-ს ჩინელმა მეცნიერმა და მკვლევარმა ჰე ძიანკუიმ.

„მათ ნორმალური, მშვიდი და უშფოთველი ცხოვრება აქვთ“, — აღნიშნა მეცნიერმა, რომელმაც 2018 წელს მთელი მსოფლიო გააოგნა განცხადებით, რომ მისი ჩარევით ორი გენმოდიფიცირებული ბავშვი — ტყუპი დები ლულუ და ნანა დაიბადნენ, ხოლო მესამე ჯერ ისევ ელოდებოდა ამ ქვეყნად მოვლენას.

როგორც ჰე ძიანკუი ამბობდა, მან გენური ხელსაწყო Crispr/Cas9-ს გამოყენებით „გადაწერა“ გენი CCR5, რომელიც ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსისადმი (აივ) მედეგობაზეა პასუხისმგებელი.
გამოუქვეყნებელ კვლევაში ჰე და სხვა ავტორები ირწმუნებოდნენ, რომ ექსპერიმენტის მონაწილე ბავშვების CCR5 გენები „წარმატებით დაკორექტირდა“, რაც მათ აივ-ინფექციისადმი სრულ ან ნაწილობრივ მედეგობას უზრუნველყოფს.
მაშინ ჰე ძიანკუის მოქმედებამ სამედიცინო საზოგადოებისა და ექსპერტების აღშფოთება გამოიწვია. ჩინელი ექსპერტები ირწმუნებოდნენ, რომ ჰემ თავისი ქმედებებით არაერთი ეთიკური და სამეცნიერო ნორმა დაარღვია და, უფრო მეტიც, მანიპულაციებს, რომლებსაც ჩვილები აივ-ინფექციისგან უნდა დაეცვა, სასურველი წარმატება ვერ მოჰყვებოდა.
გამომდინარე იქიდან, რომ ჩინური კანონმდებლობა კრძალავს ექსპერიმენტებს ადამიანის გენური მოდიფიცირების კუთხით, მეცნიერი დააპატიმრეს და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მაშინ დასავლური პრესა იმასაც ვარაუდობდა, რომ მეცნიერს სასიკვდილო განაჩენი ელოდა.
წაიკითხეთ აქ: გენმოდიფიცირებული ბავშვების შემქმნელ მეცნიერს სასიკვდილო განაჩენი ელოდება
როგორც გამოცემა წერს, ჰე უკვე გათავისუფლდა საპატიმროდან და ის პეკინში ახალ ლაბორატორიასაც კი ხელმძღვანელობს, რომელიც იშვიათი გენეტიკური დაავადებების მკურნალობის მეთოდებს იკვლევს.
მეცნიერის შორს მიმავალ გეგმებში ისეთი მეთოდის შექმნაა, რომელიც „თითოეულ ადამიანს გაათავისუფლებს მემკვიდრეობითი დაავადებებისგან“.
კითხვაზე, აწუხებს თუ არა მას გენმოდიფიცირებული ბავშვების მომავალი, ჰე ძიანკუიმ უპასუხა, რომ ის მამასავით შფოთავს მათზე.
მეცნიერის თქმით, ის და მისი გუნდი დაჰპირდნენ გენმოდიფიცირებული ბავშვების მშობლებს, რომ ბავშვების ჯანმრთელობის მონიტორინგს განაგრძობენ. ისინი კერძო დამატებითი დაზღვევის მიღებასაც ცდილობდნენ მათთვის, მაგრამ ამ საქმეში ჩარევა არცერთმა სადაზღვევო კომპანიამ არ მოისურვა. ახლა ჰე და მისი გუნდი საქველმოქმედო ფონდის შექმნას გეგმავენ თანხების შესაგროვებლად.
წყარო: South China Morning Post
ყველა ახალი ამბავი
0