https://sputnik-georgia.com/20230209/masvelma-zarlma-saqartvelodan-turqetsi-nangrevebsi-myofi-adamiani-gadaarcina-274730236.html
მაშველმა ძაღლმა საქართველოდან თურქეთში ნანგრევებში მყოფი ადამიანი გადაარჩინა
მაშველმა ძაღლმა საქართველოდან თურქეთში ნანგრევებში მყოფი ადამიანი გადაარჩინა
Sputnik საქართველო
დახმარების ჯგუფი საქართველოდან დაკომპლექტებულია გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებით. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T17:51+0400
2023-02-09T17:51+0400
2023-02-13T15:26+0400
მიწისძვრა
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
სტიქიური მოვლენები
შემთხვევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761530_0:148:1600:1048_1920x0_80_0_0_3c0d54bc81f5a77bdb9e49c8287e5bee.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველმა ძაღლმა სახელად „ტინტო“ თურქეთში, ნანგრევებში ადამიანი იპოვა, განაცხადა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გიორგი თუხარელმა.თურქეთში ქართველი მაშველების 100-კაციანი ჯგუფი იმყოფება, ასევე გაგზავნილია შესაბამისი ტექნიკა. სპეციალისტებმა საქართველოდან უკვე გადაარჩინეს ორი ადამიანი, რომლებიც შენობების ნანგრევებში აღმოჩნდნენ.ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია გადამზადებული მეხანძერე-მაშველებით, კინოლოგებით. მაშველთა ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანით და ყველა შესაძლო სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრა (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15.383-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761530_3:0:1598:1196_1920x0_80_0_0_8ac66280e0a33c7194396ac3a97a0a70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიწისძვრა, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , სტიქიური მოვლენები, შემთხვევები
მიწისძვრა, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , სტიქიური მოვლენები, შემთხვევები
მაშველმა ძაღლმა საქართველოდან თურქეთში ნანგრევებში მყოფი ადამიანი გადაარჩინა
17:51 09.02.2023 (განახლებულია: 15:26 13.02.2023) დახმარების ჯგუფი საქართველოდან დაკომპლექტებულია გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით, კინოლოგებით.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველმა ძაღლმა სახელად „ტინტო“ თურქეთში, ნანგრევებში ადამიანი იპოვა, განაცხადა უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობების სამსახურის უფროსმა გიორგი თუხარელმა.
თურქეთში ქართველი მაშველების 100-კაციანი ჯგუფი იმყოფება, ასევე გაგზავნილია შესაბამისი ტექნიკა. სპეციალისტებმა საქართველოდან უკვე გადაარჩინეს ორი ადამიანი, რომლებიც შენობების ნანგრევებში აღმოჩნდნენ.
„აი, ასეთია ჩვენი მაშველი ძაღლი ტინტო. აი, ზუსტად ამ წამს მითხრეს ბიჭებმა, რომ ტინტომ ნანგრევებში მოყოლილ ცოცხალ მოქალაქეს მიაგნო, რომელიც უკვე სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ტინტო, ჩვენი გმირი ხარ“, – დაწერა თუხარელმა სოციალურ ქსელში.
ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია გადამზადებული მეხანძერე-მაშველებით, კინოლოგებით. მაშველთა ჯგუფი აღჭურვილია თანამედროვე საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანით და ყველა შესაძლო სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრა (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15.383-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.