https://sputnik-georgia.com/20230208/kaladze-droulad-aiget-taqsis-nebartvebi-274687211.html
კახა კალაძე: ტაქსებისთვის ძველი სისტემით ნებართვების გაცემა მარტის ბოლოსთვის შეწყდება
კახა კალაძე: ტაქსებისთვის ძველი სისტემით ნებართვების გაცემა მარტის ბოლოსთვის შეწყდება
Sputnik საქართველო
ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე კი ტაქსები ორ – А... 08.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-08T14:50+0400
2023-02-08T14:50+0400
2023-02-08T20:38+0400
საქართველო
თბილისის მერია
კახა კალაძე
საზოგადოება
ტრანსპორტი საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251316889_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_c3f36c34c47e86964cd5d35d1117f1b1.jpg
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. 20 მარტიდან შეწყდება ტაქსებისთვის ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და 1 აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაცია თბილისში 3 თებერვალს გაიმართა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ლიცენზიების ბაზარი, რომელიც მუდმივი გახდება.კახა კალაძე: ტაქსის მძღოლის ლიცენზია უბრალოდ ქაღალდი კი არაა, აქტივია>>>მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ხოლო 1 აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. იგი გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.კახა კალაძემ ასევე ისაუბრა თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესის ცვლილების შესახებ. მისი თქმით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 1 აპრილიდან А კატეგორიის ტაქსის მძღოლები მგზავრების აყვანასა და ჩამოსმას ე.წ. ბასლაინებზე შეძლებენ.ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე კი ტაქსები ორ – А და В კატეგორიად დაყვეს. А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1d/251316889_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_0a3a1c98fd8a1b06fd75652119cd5195.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, კახა კალაძე , საზოგადოება, ტრანსპორტი საქართველოში, ახალი ამბები
კახა კალაძე: ტაქსებისთვის ძველი სისტემით ნებართვების გაცემა მარტის ბოლოსთვის შეწყდება
14:50 08.02.2023 (განახლებულია: 20:38 08.02.2023) ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე კი ტაქსები ორ – А და В კატეგორიად დაყვეს.
თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. 20 მარტიდან შეწყდება ტაქსებისთვის ძველი სისტემით ნებართვების გაცემა და 1 აპრილიდან ახალი, განსხვავებული მოდელი ამოქმედდება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის პრეზენტაცია თბილისში 3 თებერვალს გაიმართა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, მესამე ეტაპზე შეიქმნება A კატეგორიის ლიცენზიების ბაზარი, რომელიც მუდმივი გახდება.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლის 20 მარტიდან მუნიციპალიტეტი არსებული ძველი სისტემით A კატეგორიის ნებართვების გაცემას შეწყვეტს, ხოლო 1 აპრილიდან ერთჯერადად გასცემს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს. იგი გაიცემა ყველა იმ ფიზიკურ პირზე, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე ნებისმიერ პერიოდში თუნდაც ერთხელ მაინც ფლობდა A კატეგორიის ნებართვას.
„მინდა მოვუწოდო იმ პირებს, რომლებიც A კატეგორიის ტაქსებს მართავენ და არასოდეს აუღიათ ნებართვა – მიმართონ მუნიციპალიტეტს და აიღონ ძველი სისტემით გათვალისწინებული A კატეგორიის ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სისტემა მათთვის უვადო ნებართვებს არ გასცემს“, – განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძემ ასევე ისაუბრა თბილისში A კატეგორიის, ე.წ. თეთრი ტაქსებით მგზავრების აყვანა-ჩამოსმის წესის ცვლილების შესახებ. მისი თქმით, დედაქალაქის მერია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობს ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც 2023 წლის 1 აპრილიდან А კატეგორიის ტაქსის მძღოლები მგზავრების აყვანასა და ჩამოსმას ე.წ. ბასლაინებზე შეძლებენ.
ტაქსის რეფორმა 2018 წელს დაიწყო. პირველ ეტაპზე ტაქსის მძღოლებს ლიცენზიის აღება და ტექნიკური ინსპექტირების გავლა დაავალდებულეს. მეორე ეტაპზე კი ტაქსები ორ – А და В კატეგორიად დაყვეს.
А კატეგორიის ტაქსი – ესაა თეთრი ფერის მარცხენასაჭიანი ავტომობილი, რომლის მძღოლსაც აქვს უფლება, მგზავრი ქუჩაში აიყვანოს, გამოიყენოს ტაქსის ნიშანი და სხვა ამოსაცნობი ნიშანი. ამ ლიცენზიის პლუსი კიდევ ისაა, რომ ასეთ ავტომობილზე შესაძლებელია რეკლამის განთავსება და მათთვის ქალაქში უფასო გასაჩერებელი ადგილებია გამოყოფილი.
В კატეგორიის ლიცენზიის მიღება უფრო მარტივია, მაგრამ ის რიგ შეზღუდვებს ითვალისწინებს. ამ ლიცენზიისთვის აუცილებელი არაა ავტომობილის თეთრად შეღებვა ან თეთრი ფირის დაკვრა. ამ კატეგორიის მანქანა ნებისმიერი ფერის შეიძლება იყოს.
თუმცა, ასეთ ავტომობილებზე აკრძალულია ტაქსის ამოსაცნობი ნიშნის განთავსება, მგზავრების ქუჩაში აყვანა. ასეთი ტიპის ტაქსისტებს მუშაობის უფლება მხოლოდ ტაქსის მომსახურების კომპანიებთან აქვთ და გამოძახებით მოძრაობა შეუძლიათ.
რეფორმით ბევრი ტაქსის მძღოლი დარჩა უკმაყოფილო. მათ არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს, მაგრამ მერიის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებისა და ქალაქის მთავრობის მხრიდან გარკვეული დათმობების შემდეგ კონსენსუსს მიაღწიეს.